პაულა პრერადოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პაულა პრერადოვიჩი
Sonderpostmarke Österreich 7 öS Europa 1996 Paula von Preradovic.jpg
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1887(1887-10-12)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ვენა[1] [4] [3]
გარდაცვალების თარიღი 25 მაისი, 1951(1951-05-25)[1] [2] [3] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა[1] [4] [3]
დასაფლავებულია ვენის ცენტრალური სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, პოეტი და კომპოზიტორი
ენა გერმანული ენა[5]
მოქალაქეობა Flag of Austria.svg ავსტრია
ჟანრი რომანი
მეუღლე Ernst Molden
შვილ(ებ)ი Fritz Molden და Otto Molden

პაულა პრერადოვიჩი (გერმ. Paula Preradović; დ. 12 ოქტომბერი, 1887 — გ. 25 მაისი, 1951) — ავსტრიელი მწერალი და პოეტი. ავსტრიის ჰიმნის ტექსტის ავტორი.

დაიბადა ვენაში. იყო სერბი პოეტის, ავსტრია-უნგრეთის გენერლის პეტარ პრერადოვიჩის შვილიშვილი. 1889 წელს, როდესაც პაულა 2 წლის იყო, მისი მშობლები გადასახლდნენ პულაში, სადაც მუშაობა დაიწყო მამამისმა ფლოტის ოფიცერმა დუშან პრერადოვიჩმა. პაულა პულაში 1913 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მიუნხენში, სადაც გაიარა მედდის კურსები. 1916 წელს ცოლად გაჰყვა ისტორიკოსსა და ჟურნალისტს ერნსტ მოლდენს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა კოპენჰაგენში, ხოლო 1920 წლიდან სიცოცხლოს ბოლომდე ვენაში. ქორწინებიდან მათ შეეძინათ ორი შვილი ოტო და ფრიცი.

ლექსების წერა ახალგაზრდობაში დაიწყო. 1930-იანი წლებიდან პროზაული ნაწარმოებების წერაც დაიწყო. 1946 წელს მონაწილეობა მიიღო ავსტრიის ჰიმნის ტექსტის კონკურსში. მისი ტექსტი (გერმ. Land der Berge, Land am Strome) მიჩნიეს საუკეთესოდ.

გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალულია ვენის სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Schoolfield, G. C. (1954). „Paula von Preradović – an Introduction“. German Life and Letters. 7 (4): 285–292. doi:10.1111/j.1468-0483.1954.tb00671.x.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119304619 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 FemBio: Банк інформації про видатних жінок, Frauendatenbank, Банк данных о выдающихся женщинах
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Gradwohl-Schlacher K. Literatur in Österreich 1938-1945, Band 4: WienBöhlau Verlag, 2018. — გვ. 655–657. — ISBN 978-3-205-20492-3
  4. 4.0 4.1 Schmid-Bortenschlager S., Schnedl-Bubeniček H. Österreichische Schriftstellerinnen 1880–1938: Eine Bio-BibliographieStuttgart: Akademischer Verlag Hans-Dieter Heinz, 1982. — S. 141. — ISBN 978-3-88099-123-1
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.