პატუქსაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატუქსაი

პატუქსაი (სიტყვასიტყვით გამარჯვების ჭიშკარი ან სატრიუმფო ჭიშკარი), წინათ ეწოდებოდა Anousavary ან Anosavari-ის ძეგლი — მონუმენტი ვიენტიანის ცენტრში, ლაოსში. აგებულია 1962 ან 1968 წლებში საფრანგეთისგან გათავისუფლებისათვის მებრძოლების პატივსაყოფად. მონუმენტი პარიზის სატრიუმფო თაღს ჩამოჰგავს და ლაოსისთვის დამახასიათებელი კინარით არის შემკული.

პატუქსაი ამერიკული ფინანსებით აშენდა. აშშ-მა ლაოსს ახალი აეროპორტის ასაშენებლად ფინანსური დახმარება გამოუყო, თუმცა, ლაოსის ხელისუფლებამ ამ თანხით ძეგლის დადგმა არჩია. ხანდახან პატუქსაის "ვერტიკალურ ასაფრენ-დასაჯდომ ბილიკს" უწოდებენ. თაღამდე "თანონ ლუანგის" ავენიუ მიდის, რომელსაც "დიდ ქუჩასაც" ეძახიან.