შინაარსზე გადასვლა

პატრილოკალური ქორწინება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატრილოკალური ქორწინება (ლათ. pater — „მამა“ ნათ. ბრ. patris — „მამის“ და locus — „ადგილი“), ვირილოკალური ქორწინება — საქორწინო დასახლების ფორმა, როცა ცოლი საცხოვრებლად გადადის ქმრის თემში ან სახლში. პატრილოკალური ქორწინება ჩაისახა დედისეული გვარიდან მამისეულ გვარზე გარდამავალ საფეხურზე. ზოგან (მაგალითად, საჰარის ტუარეგებში) ცნობილი იყო დროებითი პატრილოკალური ქორწინება, როცა ცოლ-ქმარი ქორწინების შემდეგ მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში, უპირატესად შვილის შეძენამდე ცხოვრობდა ქმრის მშობლებთან, მერე კი ცოლის სოფელს უბრუნდებოდა.