პატრიარქი ხეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პატრიარქის ხეები)

პატრიარქი ხეები — ზოგიერთი დიდხნოვანი ხის ეგზემპლარის სახელწოდება საქართველოში.

თბილისში ასეთი ბევრია, მათ შორის აღსანიშნავია ჭალის (გრძელყუნძა) მუხა, რომლის ექვსასწლიანი ეგზემპლარი (სიმაღლე დაახლოებით 15 , სიმსხო 1,7 მ) არის ზემო ავჭალაში, გლდანის მეცხოველეობის მეურნეობაში, ამავე სახეობის 550 წლის ხე (სიმაღლე 20 მ, სიმსხო — 1,5 მ) დგას მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ბაღში.

რცხილაფოთოლა ძელქვის 200 წლოვანი ეგზემპლარი (სიმაღლე 25 მ, სიმსხო 1 მ) დგას „მუშთაიდის“ ბაღში (აქვე იზრდება 5 დიდი და 18 შედარებით პატარა ძირი). 250 წელს მიღწეული ერთი კავკასიური აკაკი (სიმაღლე 24 მ, სიმსხო 86,4 სმ) არის საქართველოს მეცნიერთა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბოტანიკურ ბაღში, ხოლო მეორე (სიმაღლე 22 მ, სიმსხო 82 სმ) – „მუშთაიდის“ ბაღში. გინკგოს 150 წლის წვერხმელი ეგზემპლარი (სიმაღლე 28 მ, სიმსხო 1,0 მ) ბოტანიკურ ბაღშია. თბილისში ინტროდუცირებულია აგრეთვე 180 წლის ბიჭვინთის ფიჭვი (სიმაღლე 25 მ, სიმსხო 1,49 მ), 150 და 180 წლის აღმოსავლური ჭადრისა და სამეკალა გლედიჩიის რამდენიმე ეგზემპლარი, 150 წლის ჰიმალაიური კედარი და სხვა.

ლიტერატუა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]