შინაარსზე გადასვლა

პატრიარქატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატრიარქატი (ძვ. ბერძნ. πατήρ[patḗr]— „მამა“, ნათ. ბრ. πατρί[patrí]— „მამის“ და ἀρχή[archē]— „ვმართავ“, „ვმბრძანებლობ“; სიტყვასიტყვით — მამის ძალაუფლება) — პირველყოფილი თემური წყობილების დაშლის პერიოდში გავრცელებული ურთიერთობის ფორმა, რომელიც ხასიათდებოდა მამაკაცის უპირატესი როლით მეურნეობაში, საზოგადოებასა და ოჯახში. პატრიარქატზე გადასვლა განსაზღვრა კერძო საკუთრების წარმოშობამ. პატრიარქატისთვის დამახასიათებელი იყო აგრეთვე მამის ხაზით ნათესაობის აღრიცხვა, წყვილადი ქორწინებიდან მონოგამიაზე გადასვლა, დიდი პატრიარქალური ოჯახების შექმნა და სხვა. პატრიარქალური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება განაპირობა ქონებრივი დიფერენციაციის ზრდამ და საზოგადოების კლასებად დაყოფამ. ანტიკურ ეპოქაში შეიქმნა საზოგადოების თანდაყოლილი პატრიარქალურობის თვალსაზრისი (პლატონი, არისტოტელე), რომელიც გაბატონებული იყო შუა საუკუნეებში, ახალ დროში მას იცავდა გ. მენი. 1860-1870 წლებში ი. ბახოფენმა და ლ. ჰ. მორგანმა იგი უარყვეს. მორგანის შეხედულებები ძირითადად გაიზიარა და შემდგომ განავითარა ფ. ენგელსმა.