პატარძეულის წმინდა კოპალეს ეკლესია
პატარძეულის წმინდა კოპალეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | პატარძეული |
პატარძეულის წმინდა კოპალეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის, სხვადასხვა ზომის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ქაოსურია. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან მოზრდილი, სუფთად გათლილი ქვიშავის ქვით თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის შუაში ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი კრამიტით.
2000-იან წლების დასაწყისში ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია ნაწილობრივ შეუკეთებია: ეკლესიის თავზე კედლის საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილი და გარეთა კედლების მონგრეული ნაწილი ამოუშენებიათ და შენობა ღარისებრი კრამიტით გადაუხურავთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 191-192.