პატარძეულის წმინდა ესტატეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატარძეულის წმინდა ესტატეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა პატარძეული

წმინდა ესტატეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში სოფლის დასავლეთით, ორიოდე კილომეტრზე, მთაზე. განვითარებულ შუა საუკუნეებს. მოგვიანებით სამხრეთ კედლისთვის გარედან, სამი კონტრფოსი მიუშენებიათ.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვით. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი, რომლებიც თაროსებრი იმპოსტებითაა დასრულბული. სამხრეთ კედელში კარის ზემოთ ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, ჩრდილოეთ კედლის შუაში ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]