პატარძეულის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პატარძეულის წმინდა გიორგის ეკლესია.

პატარძეულის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის ჩრდილოეთით, ოთხიოდე კილომეტრზე, შემაღლებულ ადგილზე. განეკუთნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, აგურითა და კირის ხსნარით. შიგნით კედლები შელესილია. ეკლესიას ეტყობა გვიანდელი შეკთების კვალი. შესასვლელი ეკლესიაში სამხრეთიდანაა. კარი გარედან მთლიანად აგურითაა გამოყვანილი და ნახევარწრიული თაღი ხურავს. აღმოსავლეთით მცირე სიღრმის არაწესიერი აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის ნიშაა. კამარა სხმულია. აღმოსავლეთით იგი კონქის თაღს ეყრდნობა. ეკლესიის იატაკი აგურით იყო მოგებული.

ეკლესიის ფასადები შელესილი ყოფილა. აგურით არის ნაწყობი ლავგარდანიც. 1990-იან წლებში, სოფლის მოსახლეობას ეკლესია გაურემონტებია და იგი ღარისებრი აგურით გადაუხურავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]