პატარძეულის წმინდა გიორგის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარძეულის წმინდა გიორგის ნიში — საკულტო ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის განაპირას. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით აგებულია XX საუკუნის 80-იან წლებში, ნაეკლესიარზე ნიში კვადრატული გეგმის მქონე, ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული, თავმომრგვალებული, მასიური ნაგებობაა. ნაშენია რიყის ქვით. დგას ბეტონის კვადრატულ საფუძველზე. ერთ-ერთ წახნაგში მოწყობილი აქვს ოთხკუთხა სასანთლე ნიშა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]