პატარძეულის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია
იერსახე
| პატარძეულის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია | |
|---|---|
| ძირითადი ინფორმაცია | |
| რელიგიური წევრობა |
|
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | კახეთის მხარე |
| რაიონი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
პატარძეულის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის ჩრდილოეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყის პირას. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის, სხვადასხვა ზომის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა არაწესიერია. შიგნით კედლები შელესილი ყოფილა, ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით აფსიდია, რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით ერთი კვადრატული ნიშაა.
2005-2006 წლებში ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია თვითნებურად გაურემონტებია. კედლის საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები აღუდგენიათ რიყის ქვით, ნატეხი რიყის ქვითა და ცემენტის ხსნარით, ეკლესიისათვის შეუბამთ ლითონის კარი და შენობა ღარისებრი კრამიტით გადაუხურავთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 190-191.