პატარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარია – რელიგიური მოძრაობა მილანოსა და ჩრდილოეთ იტალიის ზოგიერთ ქალაქში, რომელიც დაიწყო XI საუკუნის 50-იან წლებში. პატარია მილანოს ღარიბი მეძველმანეების კვარტლის სახელწოდება იყო. მას ხელმძღვანელობდნენ არიალდი და ლანდულფი. მიუხედავად იმისა, რომ პატარიის წინააღმდეგ გერმანიის იმპერატორი მოქმედებდა, გრიგოლ VII-ის მხარდაჭერით მოძრაობამ გაიმარჯვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 710.
  • შუა საუკუნეების ისტორია (გურამ კუტალიას რედაქციით), თბ., 2004, გვ. 117