პატარა ჩაილურის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა ჩაილურის ნამოსახლარი — სამოსახლო ბორცვი, არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის სამხრეთ-დასავლეთით, თბილისი-გურჯაანის საავტომობილო გზის მახლობლად, ბორცვზე. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით l ათასწლეულის l ნახევარს. ბორცვი ერთტერასიანია. ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში, ბორცვისა და საავტომობილო გზას შორის, მიწის დამუშავების დროს, დაზიანდა ორმოსამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოს ეგრეთ წოდებული კახური ტიპის, მთლიანადსხმული მახვილები და სატევრები, რკინისა და ბრინჯაოს შუბისპირები, ბრინჯაოს სხვადასხვა სამკაული, თხელფირფიტოვანი სარტყლების ფრაგმენტები, ორთითები, სამთითები და სხვა. მასალა ინახება საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]