პატარა საყვარელი მატყუარები (სერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Pretty Little Liars Logo.png

პატარა საყვარელი მატყუარები (ინგლ. Pretty Little Liars) — ამერიკული დრამატული სერიალი მოზარდებისთვის. იგი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების რომანზე, რომლის ავტორია სარა შეპარდი. სერიალის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 8 ივნისს ტელეკომპანია ABC Family-ზე და პირველი სეზონი დასრულდა 2011 წლის 21 მარტს. რეიტინგი ამ სეზონს მაღალი ჰქონდა, რამაც შემქმნელებს გადააწყვეტინა მასზე მუშაობის გაგრძელება. სერიალის მთავარი რეჟისორი არის ი. მარლენ კინგი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბავი ხდება როუზვუდში, გამოგონილ პატარა ქალაქში. სერიალი მთავარი პერსონაჟია ოთხი გოგონა, რომლებიც მათი საუკეთესო მეგობრის, ელისონის გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ იკრიბებიან. შეხვედრის ადგილას მათ ხვდებათ შეტყობინება ანონიმ A-სგან, რომელმაც მათი ყველა საიდუმლო იცის.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყვარელ მატყუარებს აქვს მრავალი ჯილდო მიღებული, როგორიცაა : Teen Choice Awards, People's Choice Awards, Banff Television Festival, NewNowNext Awards და ა.შ.

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონები გამოსვლის თარიღი დასრულების თარიღი
1 სეზონი 2010 წლის 8 ივნისი 2011 წლის 21 მარტი
2 სეზონი 2011 წლის 14 ივნისი 2012 წლის 19 მარტი
3 სეზონი 2012 წლის 5 ივნისი 2013 წლის 19 მარტი
4 სეზონი 2013 წლის 11 ივნისი 2014 წლის 18 მარტი
5 სეზონი 2014 წლის 10 ივნისი 2015 წლის 24 მარტი
6 სეზონი 2015 წლის 2 ივნისი დღემდე გამოდის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]