Apus affinis
| Apus affinis | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Apus affinis | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22686856 | ||||||||
Summer Resident[1] | ||||||||
|
| ||||||||
| ||||||||
Apus affinis — ნამგალების სახეობა, რომელიც გავრცელებულია აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში; სამხრეთ ევროპაში ისინი შემთხვევითი სტუმრები ან ლოკალური მობუდარები არიან. ისინი გვხვდებიან როგორც ურბანულ ზონებში, ისე კლდოვან ფერდობებზე, სადაც ბუდეებს ნამგალასნაირთა რიგისთვის დამახასიათებელი წესით აშენებენ. გვარის სახელწოდება Apus — ლათინურად ნამგალას ნიშნავს; ლათინური სახეობის სახელწოდება affinis — ნიშნავს მსგავსს ან მონათესავეს, თუმცა ამ შემთხვევაში აღწერილობიდან გაურკვეველია, თუ რომელ სახეობას მიამსგავსეს მცირე ნამგალა.[2] პოპულაცია, რომელიც ადრე Apus affinis-ს აღმოსავლურ ქვესახეობად ითვლებოდა, ახლა გამოყოფილია ცალკე სახეობად — Apus nipalensis
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Apus affinis-ს ამოცნობა ადვილია მისი მცირე ზომის გამო. მისი ფრთების გაშლილობა მხოლოდ 33 სმ-ია . მისი ბუმბული შავია, გარდა თეთრი ყელისა და წელისა ; წელის თეთრი ლაქა გვერდებზეც გადადის. მათ აქვთ მოკლე, სწორი კუდი, რომლის ბუმბულებიც მომრგვალებული ბოლოებით ხასიათდება. სხვა ნამგალების მსგავსად, მათ ძალიან მოკლე ფეხები აქვთ, რომლებსაც მხოლოდ ვერტიკალურ ზედაპირებზე მოსაჭიდებლად იყენებენ.
ჩვევები და კვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Apus affinis-ები ცხოვრების უდიდეს ნაწილს ჰაერში ატარებენ და იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ნისკარტით იჭერენ. ისინი წყალს ფრენისას სვამენ, მაგრამ ისვენებენ ვერტიკალურ კლდეებსა თუ კედლებზე. ისინი არასოდეს ეშვებიან მიწაზე ნებაყოფლობით.
გადაადგილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უფრო ჩრდილოეთით მობინადრე ჩვეულებრივი ნამგალასგან განსხვავებით, Apus affinis-ის დიდი პოპულაცია ბინადარია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიგრირებადია და ზამთარს მათი საბუდარი ადგილებიდან უფრო სამხრეთით ატარებს. მიგრაციისას ისინი შორ მანძილებზე გადაადგილდებიან და იშვიათ შემთხვევაში გვხვდებიან ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში.
გამრავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Apus affinis-ები მრავლდებიან დასახლებულ პუნქტებსა და კლდეებთან — სამხრეთ ესპანეთიდან[3] და აფრიკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ პაკისტანის, ინდოეთისა და შრი-ლანკის გავლით. ბუდეებს იკეთებენ შენობების ნიშებში ან ზოგჯერ კლდეებზე და დებენ 1–4 კვერცხს.Apus affinis წლიდან წლამდე ერთსა და იმავე ადგილს უბრუნდება და საჭიროების შემთხვევაში ბუდეს ხელახლა აშენებს. ინდოეთში მათ ბუდეებში დაფიქსირებულია ბაღლინჯოს სახეობა Cimex hemipterus.[4][5]
სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ სახეობას გავრცელების ფართო არეალი აქვს და მისი პოპულაცია იზრდება, რის გამოც ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის მიერ ის კლასიფიცირებულია როგორც „ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფი“.[6] პოპულაციის ზრდა და გაფართოება ძირითადად განპირობებულია მისი მიდრეკილებით, ააგოს ბუდეები ხელოვნურ ნაგებობებზე.[7] თუმცა, თურქეთში დაფიქსირდა პოპულაციის დაახლოებით 50%-ის კლება, ჰაბიტატის დაკარგვის გამო, რაც კაშხლების მშენებლობამ გამოიწვია.[6]
Gallery
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გადაღებული ინდოეთში
- Apus affinis იკრიბებიან შებინდებისას,ტანზანიაში.
- ბუდობა (ჰაიდერაბადი, ინდოეთი)
- Apus affinis-ის კვერცხები
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისახეობებს აქვს გვერდი თემაზე Apus affinis- Little swift - Species text in The Atlas of Southern African Birds.
- Little swift Structured guide to the species in southern Africa
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Phil Chantler (2000). A Guide to the Swifts and Tree Swifts of the World. Pica Press. ISBN 1-873403-83-6.
- ↑ Jobling, James A (2010). The Helm Dictionary of Scientific Bird Names. London: Christopher Helm, გვ. 35, 52. ISBN 978-1-4081-2501-4.
- ↑ BirdLife International (2013) Species factsheet: Apus affinis. Downloaded from http://www.birdlife.org on 13/10/2013. Recommended citation for factsheets for more than one species: BirdLife International (2013) IUCN Red List for birds. Downloaded from http://www.birdlife.org on 13/10/2013.
- ↑ Horvath G (1912). „Revision of the American Cimicidae“. Ann. Hist. Nat. Mus. Hungary. 10: 257–262.
- ↑ Hicks, Ellis A (1959). Checklist and bibliography on the occurrence of insects in birds' nests. Iowa State College Press, Ames.
- 1 2 Little Swift (Apus affinis) | Text | BirdLife International. ციტირების თარიღი: 2025-01-16
- ↑ Apus affinis (Little swift). ციტირების თარიღი: 2025-01-16
