პატარა მიტარბის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატარა მიტარბის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა პატარა მიტარბი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XX-XXI საუკუნეებში

პატარა მიტარბის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბში. აგებულია XX-XXI საუკუნეებში.

ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთ განაპირას. ირგვლივ მოქმედი სასაფლაოა. ძველი ნაეკლესიარიდან შემორჩენილია მხოლოდ წყობის ქვედა რიგი. მსხვილი, მასიური თლილი კვადრები გეგმა ვერ იკითხება. ირგვლივ გალავნის ნაშთებია. აგრეთვე არის ძველი საფლავის ქვები. ამ ნანგრევის ჩრდილოეთ მხარეს 2005 წელს აშენდა დარბაზული ტიპის ახალი ეკლესია, გადახურული გოფრირებული თუნუქით, ნაგებობა არაპროპორციულია და უსახო. გამოყენებულია ძველი ეკლესიის თლილი კვადრები. სამხრეთ შესასვლელის თავზე ძველი ეკლესიის ქვაა-ღვინისფერ ქვაში ამოკვეთილია ჯვარი. სარკმელები თაღოვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6330