პასტუხოვის სურო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პასტუხოვის სურო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: არალიისებრნი
სახეობა: პასტუხოვის სურო
ლათინური სახელი
Hedera pastuchowii

პასტუხოვის სურო (ლათ. Hedera pastuchowii) — მრავალწლოვანი, ხისებრი მცენარე არალიისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა. შემცირებულია რაოდენობაში, რის გამოც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნებში“. წარმოადგენს მაღალ წვეტიან ბუჩქნარს, რომელიც განფენილია მიწაზე ან ემაგრება ხეების ღეროს ფესვების მეშვეობით. ყლორტი ღია ყავისფერია, იშვიათი ბეწვით. ფოთლები წვრილია, ღია მომწვანო, რომელთა სიგრძეა 10 სმ, ხოლო სიგანე 6 სმ. ნაყოფი მოშავოა (დიამეტრი 6-10 სმ). მიწაზე გართხმული ყლორტების ფოთლები მომრგვალოკვერცხისებრია, მთლიანი ან დანაკვთული, მხოხავი ყლორტებისა — მოგრძოკვერცხისებრნი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში. პასტუხოვის სურო გავრცელებულია აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, კერძოდ აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ საქართელოში. გვხვდება აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. გავრცელებულია ასევე დაღესტანში და ირანის ჩრდილოეთით. საქართველოში პასტუხოვის სურო რეგისტრირებულია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში,[1] ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში[2] და აჯამეთის აღკვეთილში.[3] კარგი თაფლოვანი მცენარეა.[4]

სქოლიო[რედაქტირება]