პასტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია საკვების სახეობას ეხება. მისი ერთ-ერთი ფორმის შესახებ იხილეთ მაკარონი.
პასტა

სხვადასხვა ფორმის და სახეობის პასტა
ალტერნატიული
სახელები
მაკარონის ნაწარმი [ა]
წარმოშობის ადგილი იტალია
ძირითადი
შემადგენლობა
ფქვილი, წყალი, ხშირად კვერცხი
ვარიაციები ბრინჯის პასტა, პარკოსნების პასტა

პასტა (იტალ. Pasta, იტალიურად წარმოითქმის:  [ˈpasta] ) ან მაკარონის ნაწარმი [ა]საჭმლის სახეობა, რომელიც, როგორც წესი, მზადდება ხორბლის ფქვილის გაუფუებელი ცომისაგან, რომელშიც ფქვილთან ერთად შერეულია წყალი ან კვერცხი. ცომის ფორმირების შემდეგ ის იხარშება ან ცხვება. განსხვავებული გემოსა და ტექსტურის, აგრეთვე უგლუტენო ალტერნატივის მისაღებად, პასტის მოსამზადებლად ხორბლის ფქვილის ნაცვლად ხშირად გამოიყენება ბრინჯის ან რომელიმე პარკოსნის, მაგალითად ლობიოს ან ოსპის ფქვილი. პასტა იტალიური სამზარეულოს გამორჩეული და საბაზისო კერძია.

პასტა იყოფა ორ დიდ კატეგორიად: გამომშრალი ( პასტა სეკა ) და ახალი ( პასტა ფრესკა ). გამომშრალი პასტის უმეტესობა კომერციულად წარმოებულია ექსტრუზიის პროცესის საშუალებით, თუმცა მისი წარმოება შესაძლებელია სახლშიც. ახალი მაკარონი ტრადიციულად მზადდება ხელით, ზოგჯერ მარტივი მანქანების დახმარებით. [2]

როგორც გამომშრალ, ასევე ახალი პასტას აქვს სხვადასხვა ფორმა. ცნობილია პასტის 310 სხვადასხვა ფორმა, 1300-ზე მეტი სახელით. იტალიაში პასტის ერთიდაიგივე ფორმის სახელი ხშირად განსხვავდება რეგიონის მიხედვით. მაგალითად პასტის ერთ-ერთი ფორმა კავატელი იტალიის სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში 28 განსხვავებული სახელითაა ცნობილი. გავრცელებულია პასტის გრძელი და მოკლე ფორმები, მილები, ბრტყელი ფორმები, მინინატურული ფიგურები წვნიანებისთვის და ა.შ.[3]

არსებობს პასტის გამოყენებით მომზადებული კერძების სამი ტიპი:

  • პასტა ასკიუტა (pasta asciutta ან pastasciutta)- მოზარშული პასტა სხვადასხვა სოუსთან ან გარნირთან ერთად.
  • პასტა ინ ბროდო (pasta in brodo) - ამ შემთხვევაში პასტა არის წვნიანის ნაწილი
  • პასტა ალ ფორნო (pasta al forno) - პასტა არის ღუმელში გამომცხვარი კერძის ნაწილი.[4]

პასტას მიირთმევენ როგორც ლანჩზე, ასევე სადილად.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკარონი — პასტის ერთ-ერთი კონკრეტული ფორმა

ლათინური სიტყვა păsta, რაც ნიშნავსფქვილის გროვას სოუსით ან სანელებლით[5][6] ან წყალთან და მარილთან შერეულ ფქვილს[7], მომდინარეობს ტერმინიდან păstam და მისი ბერძნული სინონიმიდან πάστα (pàsta-ein) რომელიც თავის მხრივ მომდინარეობს ზმნიდან pássein (მოზელვა).

ტერმინი პასტა გამოიყენება როგორც კრებითი სახელი კონკრეტული ცომით მომზადებული ფორმებისთვის. ამავე სახელით მოიხსენიებენ იმ კერძებს რომელთა მთავარი ინგრედიენტიცაა პასტა.

ზოგ ქვეყანაში და ენაზე, მათ შორის ბრაზილიურ პორტუგალიურ, ესტონურ, ბერძნულ, სპარსულ, რუსულ და სხვა სლავურ ენებზე, არაბულ, თურქულ, ყაზახურ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ, ყირგიზულ და სხვა თურქულ ენებზე და ზოგიერთ იტალიურ-ამერიკულ დიალექტზე, პასტის ყველა სახეობისა და ფორმის აღსაწერად გამოიყენება პასტის მხოლოდ ერთი, კონკრეტული ფორმის სახელი — მაკარონი (ან მისგან მიღებული მაკარონის ნაწარმი)[8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმები და სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 იხილეთ ეტიმოლოგია
    ტერმინი პასტა გამოიყენება როგორც კრებითი სახელი კონკრეტული ცომით მომზადებული ფორმებისთვის. ამავე სახელით მოიხსენიებენ იმ კერძებს რომელთა მთავარი ინგრედიენტიცაა პასტა.
    ზოგ ქვეყანაში და ენაზე, პასტის ყველა სახეობისა და ფორმის აღსაწერად გამოიყენება პასტის მხოლოდ ერთი, კონკრეტული ფორმის სახელი — მაკარონი (ან მისგან მიღებული მაკარონის ნაწარმი (ინგლ. Macaroni products; რუს. Макаронные изделия))[1]
  1. პასტა თუ მაკარონი? ka. ,,მარანი", ღვინის კლუბი (2013-05-01). ციტირების თარიღი: 2022-02-03.
  2. Hazan, Marcella (1992) Essentials of Classic Italian Cooking, Knopf, ISBN 0-394-58404-X
  3. Hazan, Giuliano (1993) The Classic Pasta Cookbook, Dorling Kindersley, ISBN 1564582922
  4. Retrieved 21 March 2012. Italianfood.about.com (10 April 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 30 July 2012
  5. Storia della pasta: dall'antichità aigiorni nostri - Sito ufficiale di Slow Food.
  6. Storia pasta cibo mediterraneo. ციტირების თარიღი: 2019-08-18.
  7. pasta it. ციტირების თარიღი: 2022-02-13.
  8. პასტა თუ მაკარონი? ka. ,,მარანი", ღვინის კლუბი (2013-05-01). ციტირების თარიღი: 2022-02-03.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]