პასკალ კუშფენი
| პასკალ კუშფენი Pascal Couchepin | |
| შვეიცარიის 43-ე პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი 2008 – 31 დეკემბერი 2008 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | ჰანს-რუდოლფ მერცი |
| წინამორბედი | მიშლინ კალმი-რეი |
| მემკვიდრე | ჰანს-რუდოლფ მერცი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი 2007 – 31 დეკემბერი 2007 | |
| პრეზიდენტი | მიშლინ კალმი-რეი |
| წინამორბედი | მიშლინ კალმი-რეი |
| მემკვიდრე | ჰანს-რუდოლფ მერცი |
შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი 2003 – 1 ნოემბერი 2009 | |
| წინამორბედი | რუთ დრეიფუსი |
| მემკვიდრე | დიდიე ბურკჰალტერი |
ეკონომიკური საკითხების დეპარტამენტის უფროსი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი 1998 – 31 დეკემბერი 2022 | |
| წინამორბედი | ჟან-პასკალ დელამურაზი |
| მემკვიდრე | ჟოზეფ დეისი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი 1998 – 1 ნოემბერი 2009 | |
| დაბადებული | 5 აპრილი, 1942 მარტინი, შვეიცარია |
| მოქალაქეობა | |
| პოლიტიკური პარტია | თავისუფალი დემოკრატიული პარტია |
| მეუღლე | ბრიჯიტე რენდუ |
| შვილები | 3 |
| განათლება | ლოზანის უნივერსიტეტი |
| პროფესია | ადვოკატი |
პასკალ კუშფენი (დ. 5 აპრილი, 1942) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი. 1998 წლიდან 2009 წლამდე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა. ასევე „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ (FDP/PRD) წევრი. ორჯერ, 2003 და 2008 წლებში, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იყო. კუშფენი 1998 წლიდან 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს, ხოლო 2003 წლიდან 2009 წლამდე შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუშფენს ლოზანის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი აქვს (DEA). პასკალი სამი შვილის მამაა (ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი) და ჰყავს ორი შვილიშვილი.
1998 წლის 11 მარტს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში ვალეს კანტონიდან შვეიცარიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წევრად აირჩიეს. მანამდე იყო მერის მოადგილე (1976 წლიდან) და მარტინის მერი (1984 წლიდან), ასევე 1979 წლიდან 1998 წლამდე არჩეული იყო ეროვნულ საბჭოში.
1998 წელს ჩაიბარა ეკონომიკურ საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი. თანამდებობაზე ყოფნისას ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მიერ შვეიცარიის ბანკებსა და ჰოლოკოსტის გადარჩენილებს შორის 1.25 მილიარდი დოლარის ოდენობის ანგარიშსწორებისთვის თანხის შეტანას. ციტირების თანახმად, პასკალმა განაცხადა: „არ არსებობს მიზეზი, რომ შვეიცარიის მთავრობამ რაიმე გადაიხადოს“, რადგან სამთავრობო კომისიამ აჩვენა, რომ „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შესაძლებელი იყო ომის მძიმე პერიოდში“. 2003 წელს კუშფენმა შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტში გადაინაცვლა.[1] 2003 წელს კონფედერაციის პრეზიდენტი იყო. 2006 წლის 13 დეკემბერს ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს 2007 წლისთვის, ხოლო 2007 წლის 12 დეკემბერს კონფედერაციის პრეზიდენტად 2008 წლისთვის.
პაპ ბენედიქტე XVI-ის ისლამთან დაკავშირებული დავის დროს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც 2006 წლის რეგენსბურგის ლექცია, კუშფენმა განაცხადა, რომ პაპის სიტყვა „გონივრული და აუცილებელია“. 2009 წლის 12 ივნისს გამოაცხადა ფედერალური საბჭოდან გადადგომის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 31 ოქტომბერს.[2]ამან გამოიწვია კუშფენის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად არჩევნების ჩატაება.
პასკალ კუშფენი „გლობალური ლიდერობის ფონდის“ წევრია, ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიული ლიდერობის მხარდასაჭერად, კონფლიქტების პრევენციისა და მედიაციის მოგვარებისთვის, ასევე კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების, ღია ბაზრების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სახით. ორგანიზაცია არაკომერციულია, რომელიც შედგება მთავრობის ყოფილი მეთაურების, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი ტანამდებობიდ პირებისგან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მთავრობის მეთაურებთან მათთვის მნიშვნელოვან მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ New York Times
- ↑ „Couchepin throws in the towel“. Swissinfo. June 12, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-26. ციტირების თარიღი: 2009-06-12.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]