პასკალ კინიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პასკალ კინიარი 2013 წელს

პასკალ კინიარი (ფრანგ. Pascal Quignard; დ. 23 აპრილი, 1948) — ფრანგი მწერალი. თანამედროვე ფრანგული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი. 2000 წელს მიიღო საფრანგეთის აკადემიის პრიზი. 2002 წელს მიენიჭა გონკურის პრემია წიგნისათვის „მოხეტიალე ჩრდილები“.[1]

ვინიარდის ყველაზე კომენტირებულ ნამუშევრებს შორისაა მისი ოთხმოცდაოთხი „პატარა ტრაქტატი“, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1991 წელს „Maeght“-ის მიერ. მაგრამ მისი ყველაზე პოპულარული წიგნი, ალბათ, არის „მსოფლიოს ყველა დილა“, XVII საუკუნის ვიოლა და გამბაზე დამკვრელ მარინ მარესა და მის მასწავლებელზე, სენტ-კოლომბზე, რომლის ეკრანიზაცია 1991 წელს გამოვიდა რეჟისორ ალენ კორნოს მიერ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Book of literary shadows wins Goncourt prize“. the Guardian (ინგლისური). 28 ოქტომბერი, 2002. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)