პარმენ საბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პარმენ საბაშვილი
Sabashvili P. I.jpg
დაბ. თარიღი 1883
დაბ. ადგილი ოზურგეთი
გარდ. თარიღი 17 სექტემბერი 1937(1937-09-17)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

პარმენ საბაშვილი (დ. 1883, ოზურგეთი — გ. 17 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო გზათა მინისტრის მოადგილე. შემდომში მუშაობდა სურსათის მომარაგების სამინისტროში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ცხოვრობდა ბათუმში, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 1937 წელს დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური საქმიანობა. სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა. 1958 საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მისი რეაბილიტაცია მოახდინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 341, თბ., 2018 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]