შინაარსზე გადასვლა

პარკერი (მზის ზონდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Parker Solar Probe
Solar Probe (2002-მდე)
Solar Probe Plus (2010-2017)
მისია ჰელიოცენტრულ ორბიტაზე გასვლა და მზეზე დაკვირვების წარმოება
COSPAR ID 2018-065A
SCN 43592
მისიის ხანგრძლივობა 7 წელი 5 თვე 12 დღე
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი აშშ-ის დროშა გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორია
ასაფრენი მასა 685
ზომები 1 × 3 × 2.3 მ
დიამეტრი 2.3 მ
სიჩქარე 192 კმ/წმ (max)
სიმძლავრე 343 ვტ
ექსპედიცია
კოსმოსური სადგური კანავერალის კონცხი SLC-37
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 12 აგვისტო, 2018
რაკეტა-მატარებელი Delta IV Heavy
ორბიტის პარამეტრები
ორბიტის ტიპი ჰელიოცენტრული
დიდი ნახევარღერძი 58,043,973,831.6 მ

მზის კოსმოსური ზონდი „პარკერი“ (ინგლ. Parker Solar Probe, ყოფილი Solar Probe, Solar Probe Plus ან Solar Probe+) — NASA-ს კოსმოსური ზონდი, რომელიც შექმნილია მზის გვირგვინის შესასწავლად.

2018 წლის 12 აგვისტოს ზონდი, რაკეტა-მატარებლით Delta IV Heavy-ით კანავერალის კონცხიდან მზის მიმართულებით გაუშვეს. მას სახელი ამერიკელი ასტროფიზიკოსის, იუჯინ პარკერის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც 1958 წელს მზის ქარის არსებობა იწინასწარმეტყველა.[1] მან პლანეტა ვენერაზე გრავიტაციული მანევრის შესრულებით დამატებითი სიჩქარე შეიძინა და 2024 წლის 24 დეკემბერს, მზის ზედაპირს (ფოტოსფეროს) რეკორდულ მანძილზე, 8.8 მზის რადიუსით (6.1 მილიონი კმ, ან 0.04 ასტრონომიული ერთეული) მიუახლოვდა.[2][3]

2026 წლის მონაცემებით, Parker Solar Probe არის ყველაზე სწრაფი ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი. მის მიერ განვითარებულ იქნა ჰელიოცენტრული სიჩქარე 692,000 კმ/სთ (192 კმ/წმ), რაც სინათლის სიჩქარის 0.064%-ია.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Королев, Владимир. Первую миссию к Солнцу назвали в честь первооткрывателя солнечного ветра. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-08. ციტირების თარიღი: 2025-01-31
  2. NASA Press Kit: Parker Solar Probe. NASA (August 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2020. ციტირების თარიღი: 15 August 2018 თარგი:PD-notice
  3. 1 2 Garner, Rob. (August 9, 2018) Parker Solar Probe: Humanity's First Visit to a Star. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 5, 2017. ციტირების თარიღი: August 9, 2018 თარგი:PD-notice
  4. Nasa probe successfully completes closest-ever approach to sun | Nasa | The Guardian