პარინიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარინიასის კონცხი 2012 წელს.

პარინიასის კონცხი (ესპ. Pariñas) — სამხრეთ ამერიკის ყველაზე დასავლეთით მდებარე წერტილი. გეოგრაფიული კოორდინატებია — 4°40′45″ ს. გ. 81°19′35″ დ. გ. / 4.67917° ს. გ. 81.32639° დ. გ. / -4.67917; -81.32639.

კონცხი მდებარეობს პერუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტალარის პროვინციის ლე-ბრეას რაიონში. უახლოესი დასახლებული პუნქტია კონცხიდან 5 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნეგრიტოსების დასახლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]