შინაარსზე გადასვლა

პარიზის სინდრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტურისტების ვიზიტი პარიზში

პარიზის სინდრომი (ფრანგ. syndrôme de Paris) — ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც გამოუვლინდებათ ტურისტებს პარიზში, საფრანგეთში მოგზაურობის დროს. დადგენილია, რომ ამ სინდრომის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარები არიან იაპონელები. თავდაპირველად პარიზის სინდრომის აღწერა გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში - ჟ. ფსიქიატრია - ა. ვიალასა და თანაავტორების მიერ. პარიზის სინდრომი სტენდალის სინდრომთან ერთად კლასიფიცირდება, როგორც მოგზაურთა სიდრომი (ფრანგ. Syndrome du voyageur) და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რეპორტირდება.

პარიზის სინდრომისათვის დამახასიათებელია:

  • ენობრივი ბარიერის არსებობა - ტურისტმა არ იცის ფრანგული ან ფრანგებს არ ესმით მისი. მდგომარეობას ართულებს იდიომებისა და ყოველდღიური გამარტივებული ფრაზების გამოყნება. განსაკუთრებით მძაფრია ენობრივი ბაერიერი იაპონელებისათვის, რადგან ფრანგული და იაპონური ენები ძალიან განსხვავდება ჟღერადობით.
  • კულტურული განსხვავებულობა გამოიხატება ადამიანურ ურთიერთობებში, მანერულობაში, ტემპერამენტში, იუმორში. ამას განსაკუთრებით გრძნობენ იაპონელები, როდესაც ფორმალური იაპონური ურთიერთობების საპირისპიროდ ფრანგულ გულღიაობას ხვდებიან.
  • პარიზის იდეალიზირებული ხატი - ტურისტები, განსაკუთრებით იაონელები, პარიზს აიდიალებენ.
  • გადაღლა - ტურისტები ხანმოკლე სამსახურეობრივი ან დასასვენებელი ვიზიტის დროს მიზნად ისახავენ რაც შეიძლება ბევრი რამის ნახვა მოასწრონ, არ დაკარგონ არც ერთი წამი, რაც იწვევს ემოციურ გადატვირთვას, გადაღლას, ენერგიულ გამოფიტვას და საბოლოოდ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უარსედება.

პარიზის სინდრომი არის ტურისტთა ფსიქოპათოლოგია და არა მოგზაურთა. ტურისტს აღენიშნება ემოციური აღგზნება, გულის რიტმის აჩქარება, შემოკლებული სუნთქვა, თავბრუ და სტენდალის სინდრომის მსგავსი ნიშნები, რომელიც აღწერა იტალიელმა ფსიქოლოგმა გრაციელა მაგერინიმ 1989წ. თავის წიგნში «სტენდალის სინდრომი» (La sindrome di Stendhal).

1. A. Viala, H. Ota, M.N. Vacheron, P. Martin, and F. Caroli. - "Les Japonais en voyage pathologique à Paris : un modèle original de prise en charge transcuturelle" - 5 - p. 31-34.
2. Actualité: Voyage pathologique
3. Magherini, Grazielle (1989). La sindrome di Stendhal: Il malessere del viaggiatore di fronte alla grandezza dell'arte. Ponte alle Grazie.

რესურსები ინტერენეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]