შინაარსზე გადასვლა

პართენიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პართენიონიმთა არკადიასა და არგოლიდას შორის, ტეგის ზემოთ, ისთმოს-სპარტის გზაზე, სადაც პანის სამლოცველო იყო. გადმოცემით, აქ გამოეცხადა პანი ათენელთა შიკრიკ ფედიპიდეს და გამოესაუბრა. უთხრა, რომ ათენელები აღარ ზრუნავდნენ მასზე. ათენელებმა პანს სამლოცველო სწორედ მარათონის ბრძოლის შემდეგ აუგეს, რადგან გამარჯვებას სწორედ მას მიაწერდნენ. ამავე მთებში დაიჭირა ჰერაკლემ კერინიის ფურ-ირემი.

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 389, თბ., 1983