პარაგლაიდინგი აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარაგლაიდინგი აზერბაიჯანში
{{wikidata/p18}}
სპივენ შარლტონი და ზაია ქასმოვი გორაკებზე ფრენის დროს
უმაღლესი ორგანო Fédération Aéronautique Internationale
პირველი თამაში RockStone კლუბი
მახასიათებლები
ტიპი ინდივიდუალური სპორტი,
საფაერო სპორტი,
პარაგლაიდინგი
ოლიმპიადა არასოდეს ჩართულა.
ქვეყანა/რეგიონი აზერბაიჯანი

პარაგლაიდინგი აზერბაიჯანში საკმაოდ ახალგაზრდა სპორტის სახეობაა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს მდიდარი სპორტული მემკვიდრეობა აქვს, 2000-იანი წლების დასაწყისში საჰაერო სპორტის სახეობაზე ქვეყანაში ცოტა რამ იყო ცნობილი.[1] თავდაპირველად ამ სპორტის სახეობის განვითარებას რამდენიმე პარშუტისტი და უცხოელი მოკლევადიანი ვიზიტორები ცდილობდნენ, თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. 2015 წლისთვის საზოგადოება მოიცავდა 20 მფრინავს, რომელშიც RockStone-ის,[2] Gilavar-ის,[3] Climb Club-ისა და CanFly-ის[4] კლუბის წევრები შედიოდნენ. მფრინავებს ევალებათ, რომ დაიცვან „Fédération Aéronautique Internationale“-ის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები და ეთიკის ნორმები.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ერთ-ერთი პირველი პარაგლაიდისტი მფრინავი იყო ჰუსეინგულუ ბაგიროვი. მან ქვეყანაში შემოიტანა ყველა საჭირო აღჭურვილობა, იპოვა გამოცდილი ტრენერი საზღვარგარეთიდან და პირველი რეალური მიღწევები მოახდინა ჰაერში.

მოგვიანებით, აზერბაიჯანში შეიქმნა ორგანიზაცია სახელად FAIREX[6], რომლის მიზანსაც აზერბაიჯანში სამთო და საჰაერო სპორტის განვითარება წარმოადგენდა.

2012 წელს ახალი სპორტი სახეობის გავრცელებისა და დამკიდრების მიზნით, FAIREX-მა რუსეთიდან ჩამოსულ გამოცდილ ინსტრუქტორთან ერთად ღია ვარჯიში ჩაატარა. ამ მოვლენამ აზერბაიჯანის ახალგაზრდა მოსახლეობაში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. სამწუხაროდ, ყველა მათგანმა ფენა ვერ შეძლო, თუმცა მათ ამ ღონისძიებით შეძლეს და დაინტერესებულ პირებს სპორტის ეს სახეობა შეაყვარეს. დაინტერესებული ადამიანებიდან ზოგიერთი კლდეზე მცოცათვთა და მთამსვლელთა კლუბიდან, როკსთოუნიდან იყო. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „როკსთოუნის“ აქტიურმა წევრებმა ხალხის ის ნაწილი შეკრიბეს, რომლებსაც ფრენა სურდათ და ჰლანდიელი პილოტ-ინსტურტორთან ერთად სავარჯიშო ფრენები ჩაატარეს. განვითარება იმდენად სწრაფი და აქტიური იყო, რომ 2013 წლის ივლისში, FAIREX-ის მხარდაჭერით, აზერბაიჯანი კავკასიაში გახდა პირველი ქვეყანა, სადაც საერთაშორისო პარაგლიდინგის ფესტივალი ჩატარდა (2013 OPEN AIR PARAGLIDING FESTIVAL)[7] აზერბაიჯანელი მფრინავების გარდა ფესტივალის მონაწილენი იყვნენ: ნიდერლანდებიდან, საქართველოდან, სამხრეთ აფრიკიდან და ბელგიიდან.

ფესტივალიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აზერბაიჯანს 25 B დონის მფრინავი ჰყავდა.

აზერბაიჯანის პილოტებს შორის არიან: ალექს ზაკუბლაკი, ნანა ნაბიიევა, ფირუზ ტაჰიროვი, ზია კასიმოვი, ნურან აბასოვი, ჯამალ კაშკაი, ნიკოლაი ზაკობლოკი, ფიდან მამედოვა და სხვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Home. airsport.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  2. Rockstone. rockstone.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  3. Gilavar - Air & Extreme Sports Club. gilavar.club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  4. Learn to Fly - Azerbaijan Paragliding. paraplan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  5. FAI portal. fai.org. ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  6. Azərbaycan Hava və Ekstremal İdman növləri Federasiyası. fairex.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 2 February 2016.
  7. AzerNews. First air sports festival held in Azerbaijan. AzerNews. ციტირების თარიღი: 2 February 2016.