შინაარსზე გადასვლა

პაპინიანე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქანდაკება სილვიო სბრიკოლის მიერ, რომის იუსტიციის სასახლე

ემილიუს პაპინიანუსი (Αἰμίλιος Παπινιανός;[1]) — ცნობილი რომაელი იურისტი, წიგნთუხუცესი (ლათ. magister libellorum), გენერალური პროკურორი (ლათ. advocatus fisci) და 205 წელს გაიუს ფულვიუს პლაუტიანუსის გარდაცვალების შემდეგ - პრეტორიის პრეფექტი.

პაპინიანე მოღვაწეობდა 142–212 წლებში და იგი ძველ რომში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული იურისტი იყო, იმდენად რომ სამართლის მესამე კურსის სტუდენტებს ეწოდებოდათ "პაპინიანისტე" (ლათ. "Papinianistae") რაც ნიშნავს: "ისინი, ვინც იმსახურებენ პაპინიანეს შესასწავლად". მას აგრეთვე "სამართლიანობის თავშესაფარს და კანონების ხაზინადარს"[2] (ინგლ. "the Asylum of Right and Treasurer of the Laws") უწოდებდნენ. გაიუს, პაულუს, მოდესტინუს და ულპიანესთან ერთად, პაპინიანე გახდა ერთ-ერთი იურისტი, რომელთა დოკუმენტირებული მოსაზრება გადამწყვეტად ითვლებოდა 426 წლის „ციტირების კანონის“ (ლათ. Lex Citationum) მიხედვით; მათი მოსაზრება მოგვიანებით ერთადერთ შესაფერისად ითვლებოდა თეოდოსიუსის კოდექსისა (ლათ. Codex Theodosianus) და კორპუს იურის ცივილისისთვის (ლათ. Corpus Juris Civilis) პირველად წყაროდ, იმ პირობით, რომ პაპინიანეს თვალსაზრისი უპირატესი იყო სხვაზე იმ შემთხვევაში, როდესაც დანარჩენი ოთხი იურისტის მოსაზრება არ ემთხვეოდა ერთმანეთს. XVI საუკუნეში ფრანგმა იურისტმა ჟაკ კიუჟამ პაპინიანეზე დაწერა, რომ "არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი იურისტი ადრე და არც იქნება მის შემდეგ".[2]

რელიეფი ლორა გარდინ ფრეიზერის მიერ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დარბაზი

ცოტა რამ არის ცნობილი პაპინიანეს პირადი ცხოვრების შესახებ. იგი წარმოშობით და დაბადებით სირიელი იყო, ემესას მკვიდრი, რადგან ცნობილია, რომ პაპინიანე იყო ლუციუს სეპტიმიუს სევერუსის - რომის იმპერატორის, მეორე ცოლის, იულია დომნას[3] - ემესენის დინასტიის წევრის ნათესავი.

ერთი წყარო წარადგენს პაპინიანეს, კვინტუს ცერვიდიუს სცევოლას (ლათ. Quintus Cervidius Scaevola) კაზუისტიკის მიმდევრად,[4] მეორე კი გვაუწყებს, რომ იგი მისი მოწაფე იყო.[2][5] ამასთან თანხმობაში მყოფი (მაგრამ საკამათო) ნაწყვეტი ავგუსტუსების ისტორიიდან ამტკიცებს, რომ პაპინიანე სწავლობდა სამართალს სევერუსთან ერთად სცევოლას ხელმძღვანელობით.

პაპინიანე იყო იმპერატორ სევერუსის ახლო მეგობარი და თან ახლდა მას ბრიტანეთში 207 წელს, სადაც მსახურობდა "იორკის ფორუმში",[6] შოტლანდიის მთიელთა აჯანყების საპასუხოდ.[7] პაპინიანე სხვადასხვა დროს სევერუსმა დანიშნა გენერალურ პროკურორად (ლათ. advocatus fisci), შუამდგომლობათა უფროსად (მოთხოვნები) და წიგნთუხუცესად (ლათ. magister libellorum).[4] ასევე პაპინიანე იყო იმპერატორის ხაზინის უფროსი და გვარდიის კაპიტანი.[2] იმპერატორმა თავის გარდაცვალებამდე, თავისი ორი ვაჟი კარაკალა და გეტა პაპინიანეს მზრუნველობის მიაბარა.

რომაელი მოსამართლის, პაპინიანეს თავის მოკვეთა“ 1606

რომის იმპერიის მმართველობა გეტასთან ერთად, კარაკალასთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ამიტომაც, კარაკალამ გადაწყვიტა ძმის მოკვლა. პაპინიანე ცდილობდა შეენარჩუნებინა ძმებს შორის მშვიდობა, მაგრამ ამით მხოლოდ ხელი შეუწყო კარაკალას სიძულვილის გაღრმავებას. 212 წელს კარაკალამ ბრძანა პაპინიანესთვის თავი მოეკვეთათ,[2][3][5] და მისი გვამი რომის ქუჩებში ეთრიათ.[8] პაპიანეს სიკვდილი მოჰყვა 211 წელს მომხდარ გეტას მკვლელობას, მის მეგობრებისა და მასთან დაკავშირებულად აღქმულ პირებს შორის ზოგადი ხოცვა-ჯლეტის ფონზე, რომლის დროსაც ერთ-ერთი წყაროს მიხედვით დაახლოებით 20,000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.[7]

1911 წლის ბრიტანიკის ენციკლოპედიის სტატიის ავტორი გვაუწყებს რომ პაპინიანეს სიკვდილის დეტალები "სხვადასხვაგვარად არის მოთხრობილი და მისი ისტორია, ლეგენდად არის ქცეული". პაპინიანეს სიკვდილი გახდა ანდრეას გრიფიუსის პიესის (1659) საგანი.

პაპინიანეს ნაწარმოების დიდი ნაწილი დაკარგულია, ამ ვარაუდს ამტკიცებს ის, რომ გადარჩენილი ნაშრომების რაოდენობა მცირეა სხვა იურისტებთან, როგორიცაა ულპიანე ან პაულუსის, შედარებით. პაპინიანეს ძირითადი ნაშრომებია: "კითხვები" (ლათ. Quaestiones) 37 წიგნში (დაწერილი 198 წლამდე); ცხრამეტი წიგნი[9] "პასუხები" (ლათ. Responsa) (დაწერილი შუალედში 204 წლიდან მის გარდაცვალებამდე); ორი წიგნი,[9] "განმარტებები"[10] (ლათ. Definitiones) "ქორწინებაგარეშე კავშირების შესახებ" (De adulteriis), და სხვა ნაშრომები,[9] რომელთაგან ყველაზე მოკლეა "Αστυνόμικος" (ქალაქის ადმინისტრაცია), რომელიც იყო სახელმძღვანელო ქუჩებისა და ხიდების კომისრების მოვალეობების აღსასრულებისთვის.[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ζαρζαμπίδης, Κωνσταντίνος (2012). Απειρώνυμον. Athens. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Patrick Mac Chombaich de Colquhoun (1849). A summary of the Roman civil law: illustrated by commentaries on and parallels from the Mosaic, Canon, Mohammedan, English and foreign law, with an appendix, map, and general index, Volume 1. V. and R. Stevens and Sons, 1849. 
  3. 3.0 3.1 Hitti, Philip K. (2004). History of Syria: including Lebanon and Palestine. Gorgias Press LLC, გვ. 326. ISBN 1-59333-119-3. 
  4. 4.0 4.1 Charles Phineas Sherman (1922). Roman law in the modern world, Volume 1. New Haven Law Book Co., 1922. 
  5. 5.0 5.1 William Smith (1849). Dictionary of Greek and Roman biography and mythology, Volume 3. C. C. Little and J. Brown, 1849. 
  6. (1846) The equitable jurisdiction of the Court of Chancery: comprising its rise, progress and final establishment; to which is prefixed, with a view to the elucidation of the main subject, a concise account of the leading doctrines of the common law in regard to civil rights; with an attempt to trace them to their sources; and in which the various alterations made by the legislature down to the present day are noticed, Volume 1. Lea and Blanchard, 1846. 
  7. 7.0 7.1 Joseph J. Reed (1862). Outlines of universal history: in three parts; with a copious index to each part, showing the correct mode of pronouncing every name mentioned .... J.B. Lippincott & Co., 1862. 
  8. Alexander Chalmers (1815). The General Biographical Dictionary: A New Edition. Nichols, Son and Bentley 1815. 
  9. 9.0 9.1 9.2 William Alexander Hunter, Gaius (1803). A systematic and historical exposition of Roman law in the order of a code. Sweet & Maxwell, 1803.  Translated by John Ashton Cross (title-subject sourced originally in Pollock & Maitland - The History of English Law, Volume 1)
  10. 10.0 10.1 Charles Sumner Lobingier (1987). The Evolution of the Roman Law: From Before the Twelve Tables to the Corpus Juris. Wm. S. Hein Publishing, 1923. ISBN 9780837724096.