პაპილიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაპილიონი
წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი
თვისებები
წონა მდედრი 3-4
სიმაღლე მამრი 24-28 სმ.
მდედრი 20-24 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პაპილიონი (ფრანგ. papillon) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში XVII საუკუნეში.

ფიქრობენ, რომ პაპილიონი XVI საუკუნეში არსებული ესპანური ჯუჯა სპანიელის შთამომავალია. თუმცა მისი გრძელი ბალანი და აღნაგობა გვაფიქრებინებს, რომ მის ძარღვებში ჩრდილოეთის შპიცების სისხლიცაა. დახვეწილი, ელეგანტური პაპილიონი სათამაშოს გავს. უჩვეულო ყურები პეპლის ფრთებს მოგვაგონებენ (გრანგული პაპილონ „პეპელას“ ნიშნავს), მცირე ზომები, ნაზი, აბრეშუმისებრი, ხშირი ბალანი. ეს არის კარგი აღნაგობის, სპორტული ძაღლი, რომელიც კარგად გრძნობს თავს როგორც ქალაქში, ასევე სოფელში. თუმცა ის ყოველთვის ცდილობს პატრონით მანიპულირებას.

ისევე როგორც მინიატურული ძაღლების უმეტესობა, პაპილიონს ხშირად აქვს მუხლის სახსრის ამოვარდნილობა. პაპილიონი კარგად უძლებს სიცხეს, კარგი მოდარაჯეა, მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, აქვს ზურგისკენ დახვეული, გრძელი ბალნით დაფარული კუდი, რომელიც ყოველ დღე საჭიროებს ვარცხნას, მრგვალი, მუქი, საშუალო ზომის თვალები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: