შინაარსზე გადასვლა

პაპელუჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაპელუჩო
პირველი გამოჩენა პაპელუჩო
ბოლო გამოჩენა პაპელუჩო მე ზანტი ვარ?
შემქმნელი მარსელა პაზი
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
დაბ. თარიღი სანტიაგო
ასაკი 8
საცხოვრებელი სანტიაგო
ეროვნება ჩილელი

პაპელუჩოჩილელი მწერლის, მარსელა პაზის საბავშვო მოთხრობების სერიის მთავარი პერსონაჟი. 1947-1974 წლებში ამ სერიის თორმეტი წიგნი გამოიცა. წიგნები ჩილეში საბავშვო ლიტერატური კლასიკად იქცა.

წიგნის შიანაარსი წარმოადგენს სანტიაგო მცხოვრები 8 წლის ჩილელი ბიჭის დღიურს. პაპელუჩო თავის ყოველდღიურ ცხოვრებას საინტერესოდ და იუმორით აღწერს.

სერიის პირველი წიგნი 1947 წელს გამოიცა. წიგნი უცბად გახდა ბესტსელერი და მას მალევე ახალი სერიებიც მოყვა. ბოლო წიგნი გამოვიდა 1974 წელს.

1947-იდან 2007 წლამდე სერიის 5 მილიონზე მეტი წიგნი გაიყიდა. წიგნი შესული ჩილეს საგანმანათლებლო კურიკულუმის რეკომენდებული წიგნების სიაში.

ავტორი პაპელუჩოსთვის 1982 წელს დაჯილდოვდა ჩილეს ეროვნული პრემიით ლიტერატურაში. 1968 წელს, სერიის ერთი წიგნი პაპელუჩო მისიონერი წარდგენილი იყო ჰანს კრისტიან ანდერსენის ჯილდოზე.[1]

იაპონური საგამომცემლო სახლის კოდანსიას ოფისი.

1951 წელს გამოვიდა წიგნების ფრანგული თარგმანი. თარგმანი წარმატებული აღმოჩნდა და გაიყიდა დაახლოებით 25 000 ეგზემპლიარი.

იაპონურმა სამომცემლო სახლმა კოდანსიამ წიგნები იაპონურად 1972 წელს თარგმნა. გამოცემა შესრულებული ყო ავტორის ქალიშვილის მარსელო კლაროს ნახატებით.

ბერძნული თარგმანი გამოიცა 1984 წელს კედროსის მიერ.

არსებობს ასევე ორენოვანი ესპანურ-ინგლისური გამოცემა, რომელიც 2006 წელს შესრულდა.

Cine Animadores-მა და Canal 13-მა 2007 წელს გამოუჩვეს ფილმი პაპელუჩო და მარსელი, რომელიც იგივე სათაურის წიგნის მიხედვით არის გადაღებული.

პაპელუჩოს სერია შედგება 12 წიგნისგან:[2][3]

  • Papelucho (1947)
  • Papelucho Casi Huérfano (1951) (პაპელუჩო თითქმის ობოლი).
  • Papelucho Historiador (1955) (პაპელუჩო ისტორიკოსი).
  • Papelucho Detective (1956) (პაპელუჩო დეტექტივი).
  • Papelucho en la Clínica (1958) (პაპელუჩო ჰოსპიტალში).
  • Papelucho Perdido (1962) (პაპელუჩო დაიკარგა).
  • Mi Hermana Ji, por Papelucho (1965) (ჩემი და ჯი, ავტორი პაპელუჩო).
  • Papelucho Misionero (1966) (პაპელუჩო მისიონერი).
  • Papelucho y el Marciano (1968) (პაპელუჩო და მარსელი).
  • Mi Hermano Hippie (1971) (ჩემი ჰიპი ძმა, ავტორი პაპელუჩო).
  • Papelucho en Vacaciones (1971) (პაპელუჩო შვებულებაში).
  • Papelucho ¿Soy Dix Leso? (1974) (Papelucho Am I dyslexic?, პაპელუჩო მე ზანტი ვარ?).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Hans Christian Andersen Awards 1956-2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-14. ციტირების თარიღი: 2017-06-13.
  2. "Paz, Marcela", article in Kuemmerling-Meibauer, Bettina, Klassiker der Kinder- und Jugendliteratur. Ein internationales Lexikon, J. B. Metzler, 1999, S. 832-834:
  3. Rojas Flores, Jorge: Historia de la infancia en el Chile republicano, 1810-2010, Junji, Santiago, 2010 დაარქივებული 2020-04-07 საიტზე Wayback Machine. , includes a chapter on Papelucho, in Spanish.