შინაარსზე გადასვლა

პაპა ა ლა ხუანკაინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაპა ა ლა ხუანკაინა
რიგითობა აპეტაიზერი/მადისაღმძვრელი
წარმოშობის ადგილი პერუ
ტემპერატურა სერვირების დროს ცივი
მთავარი
ინგრედიენტები
ყვითელი კარტოფილი, ხუანკაინას სოუსი

პაპა ა ლა ხუანკაინა (ხუანკაიოს სტილის კარტოფილი) — პერუული აპეტაიზერი, რომელიც შედგება მოხარშული კარტოფილის, ცხარე, კრემისებრი სოუსის, კესო ფრესკოს (ახალი თეთრი ყველი) და შემწვარი აჯი ამარილოსგან (ყვითელი წიწაკა პერუდან). ასევე ამატებენ წითელ ხახვსა და ნიორს, რომლებიც ტრადიციულად დაფქულია. მიუხედავად იმისა, რომ კერძის სახელი მომდინარეობს ლიმასთან ახლოს მდებარე მაღალმთიანი ქალაქი ხუანკაიოდან, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიური და სადღესასწაულო სამზარეულოს ძირითად ნაწილად იქცა.[1][2] ის პერუს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასტრონომიული პროდუქტია.[3]

როგორც წესი, მას აპეტაიზერად, ცივად, სალათის ფურცლებზე დადებულს მიირთმევენ და მორთულია შავი ზეთისხილით, თეთრი სიმინდის მარცვლებითა და მოხარშული კვერცხით.[4]

პერუს სამხრეთში (კუსკო, პუნო, არეკიპა) მას არა ხუანკაინას სოუსის, არამედ ოკოპას თანხლებით დებენ სუფრაზე. ოკოპა მზადდება ახლად მოხალული არაქისის, შემწვარი ხახვის, პომიდვრის, აჯი ამარილოსა და ნაღების/შედედებული რძისგან,[5] დაქუცმაცებული კრეკერების ან გამომშრალი პურის თანხლებით.

რადგან მას ცივად მიირთმევენ, პაპა ა ლა ხუანკაინა პერუელების საყვარელი არჩევანია პიკნიკებსა და მოგზაურობებში წასაღებად.

  1. Lourdes Castro (26 April 2011). Latin Grilling: Recipes to Share, from Argentine Asado to Yucatecan Barbecue and More. Random House Digital, Inc., გვ. 324. ISBN 978-1-60774-004-9. 
  2. Lois Sinaiko Webb (December 1995). Holidays of the world cookbook for students. ABC-CLIO, გვ. 232. ISBN 978-0-89774-884-1. 
  3. Así se prepara la 'papa a la huancaína', uno de los platos más típicos de Perú es (2016-11-27). ციტირების თარიღი: 2023-08-10
  4. What Is Papa a La Huancaina? (with pictures) en-US. ციტირების თარიღი: 2022-03-06
  5. Rodolfo, Hinostroza (2006). Primicias de cocina peruana (es). Editorial Everest. ISBN 978-84-241-1481-7.