პაპანაგიოტის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაპანაგიოტის სახლი
რუს. Дом Папанагиоти
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1860-იანი წლები

პაპანაგიოტის სახლი (რუს. Дом Папанагиоти) — ორსართულიანი სახლი, არქიტექტურული, ისტორიული და კულტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1860-იანი წლებში. როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების საფუძველზე სახლს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: ტაგანროგი, იტალიის შესახვევი № 18.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტაგანროგში, იტალის შესახვევის ნომერ 18-ში ააგეს ორსართულიანი სახლი. 1860-იანი წლებიდან სახლი ეკუთვნოდათ ბერძენი დიმიტრი პაპანაგიოტის მემკვიდრეებს. 1880-იან წლებში მისმა მემკვიდრეებმა სახლი მიჰყიდეს ელენე ჩანგლი-ჩაიკინას. ამ გვარის მემკვიდრეები სახლს ფლობდნენ 1890-იან წლებამდე, რის შემდეგაც სახლი იყოდეს კომერსანტის, პირველი გილდიის ვაჭრის ფიოდორ სიფნეოს მემკვიდრეებმა, რომელიც გარდაიცვალა 71 წლის ასაკში 1896 წელს. თავის დროზე ვაჭარი დაქორწინებული იყო ხუმსომალე ივანოვაზე, მათ ოჯახში 1875 წელს დაიბადა არისტიდი.

1915 წელს შენობა შეფასებული იყო 12 000 რუბლად. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის შესახვევის ნომერ 18-ში მდებარე სახლი არის ორსართულიანი აგურის შენობა სარდაფით. შენობას თავის გრძელ ფასადზე ხუთი ფანჯარა აქვს. სახლს ფასადის მთელ სიგრძეზე გასდევს სართულშორისი კარნიზი. ფანჯრები სწორკუთხაა. სახლში შესასვლელი ეზოს მხრიდანაა.

თანამედროვე ეპოქაში პაპანაგიოტის სახლი საცხოვრებელია. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის კულტურული ძეგლის სტატუსი 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილების მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыбалкин А.А. Итальянский переулок // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 370. — ISBN 978-5-88040-064-5.
  • Волошин В. Вдоль и поперёк Итальянского. — Таганрог: ИП Кравцов В.А., 2012. ISBN 978-5-904585-27-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]