პაოლო დე მატეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაოლო დე მატეისი
Paolo De Matteis.jpg
ავტოპორტრეტი
დაიბადა 9 თებერვალი, 1662
დაბადების ადგილი პიანო ვეტრალე
გარდაიცვალა 26 იანვარი, 1728
გარდაცვალების ადგილი ნეაპოლი, იტალია
ეროვნება იტალიელი
მიმდინარეობა ბაროკო
მასზე გავლენა მოახდინა ფრანჩესკო დი მარია
ლუკა ჯორდანო

პაოლო დე მატეისი (დ. 9 თებერვალი, 1662, პიანო-ვეტრალე — გ. 26 იანვარი, 1728, ნეაპოლი) — ბაროკოს პერიოდში მოღვაწე იტალიელი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პიანო-ვეტრალეში, ამჟამად სალერნოს პროვინციაში, ხოლო გარდაიცვალა ნეაპოლში. სწავლობდა ფრანჩესკო დი მარიასთან ნეაპოლში, მოგვიანებით კი ლუკა ჯორდანოსთან. 1702-1705 წლებში მუშაობდა პარიზში, კალაბრიასა და გენუაში. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა ნეაპოლში. ამ პერიოდში იგი ასრულებდა დეკორატიულ სქემებს ნეაპოლის ეკლესიებში, მან ამ პერიოდში არაერთი ეკლესია მოხატა, მათ შორის ჯესუ ნუოვო. 1723-1725 წლებში იგი ცხოვრობდა რომში, სადაც რომის პაპ ინოკენტი XIII-საგან დავალება მიიღო. მისი მოსწავლეები იყვნენ: იგნასიო დე ოლივიერა, ბერნანდეს პერესი, ჯუზეპე მასტროლეო, ჯოვანი პანდოცი,[1] ნიკოლას დე ფილიპსი[2] და სარნელის ოჯახის წევრები: ფრანჩესკო, ჯენარო, ჯოვანი და ანტონიო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Storia della pittura in Napoli ed in Sicilia dalla fine del 1600 al principio del 1800, Volume 1, by Carlo Tito Dalbono, 1859, Naples, page 154.
  2. J.R. Hobbes p. 154