პენ ო რეზენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პან ო ღეზენი)
პენ ო რეზენი

ფრანგული სტილის pain aux raisins
ტიპი საკონდიტრო ნაწარმი
რიგითობა საუზმე
წარმოშობის ადგილი საფრანგეთი
ძირითადი
შემადგენლობა
ცომი, ქიშმიში, მოხარშული კრემი[1]

პენ ო რეზენი (ფრანგ. Pain aux raisins, წარმოთქმა ფრანგულად: [pɛ̃ o ʁɛzɛ̃] ( მოსმენა)), ასევე ესკარგო (ფრანგ. Escargot, წარმოთქმა ფრანგულად: [ɛskaʁɡo] ( მოსმენა)) ან პენ რეზე — სპირალური ფორმის საკონდიტრო ნაწარმი, რომელსაც ხშირად მიირთმევენ საუზმეზე საფრანგეთში. მისი სახელები ითარგმნება როგორც „ქიშმიშიანი პური“, „ლოკოკინა“ და „რუსული პური“. ის არის ვენური დესერტების ოჯახის (ფრანგ. pâtisserie viennoise) წევრი.

საფრანგეთში, როგორც წესი, ეს არის კრუასანის ან პენ ო შოკოლას ვარიანტი, რომელიც მზადდება საფუარიანი და კარაქიანი ცომით. მას ემატება ქიშმიში, იხვევა სპირალურად და ემატება მოხარშული კრემი (ფრანგ. crème pâtissière). თუმცა, ჩრდილოეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბევრ რაიონში, იგი ჩვეულებრივ მზადდება ტკბილი პურის ან ბრიოშის ცომით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Torres, Jacques. Croissants, Pain au Chocolat, Pain Raisin and Danish. Food Network. ციტირების თარიღი: 16 June 2017