შინაარსზე გადასვლა

პანჩა ტატტვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანჩა-ტატტვას ღვთაებები: ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, ნიტიანანდა, ნიტიანანდა, ადვაიტა აჩარია, გადადჰარა და შრივასა თჰაკურა.

პანჩა ტატტვა (სანსკ: პან'ჩა ნიშნავს „ხუთს“ და ტატტვა „ჭეშმარიტებას“ ან „რეალობას“) გაუდია ვაიშნავას ტრადიციაში აღნიშნავს ღმერთის ან აბსოლუტური ჭეშმარიტების ხუთ კონკრეტულ ასპექტს.

მიჩნეულია რომ ღმერთის (კრშნა) ეს ხუთი განსახიერება XV ს-ში ხუთი ადამიანის სახით დედამიწაზე ინკარნირდა: ჩაიტანჲა მაჰაპრაბჰუ, ნიტჲანანდა პრაბჰუ, ადვაიტა აჩარჲა, გადადჰარა პანდიტა და შრივასა თჰაკურა. მათ შესანიშნავად გაავრცელეს ჰარე კრშნა მანტრა და კრშნას ერთგულების პრაქტიკა (ბჰაკტი) მთელ ინდოეთში.

  • ჩაიტანჲა მაჰაპრაბჰუ მიჩნეულია თავად ღმრთეების უზენაეს პიროვნებად - კრშნად (სვაჲამ ბჰაგავანი).
  • ნიტჲანანდა არის კრშნას პირველი პიროვნული ექსპანსია.
  • ადვაიტა აჩარჲა უფალ შივასა და ვიშნუს შერეული ინკარნაციაა (ჰარიჰარა)
  • გადადჰარა კრშნას შინაგანი ენერგიის ინკარნაციაა.
  • შრივასა კრშნას წმინდა ერთგულია.

„ქედს ვუხრი უფალ კრშნას, რომელიც ჩნდება ერთგულად (უფალი ჩაიტანჲა), მის პიროვნულ ექსპანსიად (შრი ნიტჲანანდა), მის ინკარნაციად (შრი ადვაიტა), მის ერთგულად (შრი შრივასა) და მის ენერგიად (შრი გადადჰარა) და რომელიც არის ერთგულთა ძალის წყარო.“ (ჩაიტანია ჩარიტამრტა) Adi 1.14 დაარქივებული 2007-03-12 საიტზე Wayback Machine. )

პანჩა ტატტვა მანტრა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაუდიას ტრადიციაში მანტრა ფორმირდა პანჩა ტატტვას ხუთი წევრის სახელებისგან, წარმოითქმება ან იმღერება ერთგული თაყვანისცემის სახით ან მედიტაციით (ჯაპა). მიმდევრები მიიჩნევენ, რომ კალი იუგაში ყველაზე გულმოწყალე მანტრაა .

jaya śrī-kṛṣṇa-caitanya prabhu-nityānanda, (ჯაჲა შრიი-კრშნა-ჩაიტანჲა პრაბჰუ ნიტჲაანანდა)
śrī-advaita gadādhara śrīvāsādi-gaura-bhakta-vṛnda (შრიი-ადვაიტა გადაადჰარა შრიივაასაადი-გაუდა-ბჰაკტა-ვრნდა)[1]
  • Rosen, Steven J. Sri Pancha Tattva: The Five Features of God 1994 ISBN 0-9619763-7-3 Folk Books, New York

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პანჩა_ტატტვა“-დან