პანტიუხინის უფსკრული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანტიუხინის უფსკრული
კოორდინატები: 43°19′36″ ჩ. გ. 40°29′56″ ა. გ. / 43.32667° ჩ. გ. 40.49889° ა. გ. / 43.32667; 40.49889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 1786 მ
სიგრძე 5500 მ
სიღრმე 1508 მ
მოცულობა 4000 მლნ. მ³
აღმოჩენის წელი 1979[1]
ამგებელი ქანები კირქვა
პანტიუხინის უფსკრული — საქართველო
პანტიუხინის უფსკრული
პანტიუხინის უფსკრული — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
პანტიუხინის უფსკრული

პანტიუხინის უფსკრული[2]კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის მასივის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1786 მ სიმაღლეზე. ჩასასვლელი იხსნება რამდენიმე მეტრის სიღრმის ვიწრო (0,5-0,7 მ) ხვრელით, რომლის კედლები თოვლის ნადნობი წყლებით არის დამუშავებული. გამომუშავებულია ზედა იურულ-ქვედა ცარცულ ძლიერ დამსხვრეულ კირქვებში.[3]

მასში მორფოლოგიურად მკაფიოდ გამოხატული ოთხი მონაკვეთი გამოიყოფა. უფსკრულის პირველი მონაკვეთი მღვიმის ზედა ნაწილს მოიცავს 600 მ სიღრმემდე და წარმოდგენილია კასკადური ჭებისა და ღრმა საფეხურების რთული სისტემით. მათ შორის ყველაზე ღრმა 107 მ აღწევს. მეორე მეანდრირებული, დახრილფსკერიანი მონაკვეთი 650 მ სიღრმეზე იწყება და 400 მ-მდე გრძელდება. დერეფნის ბოლოში, 30 მ სიღრმის ჭას, უფსკრულის მესამე მონაკვეთი აგრძელებს, რომელსაც გეგმაში მეორე მონაკვეთის საწინააღმდეგო მიმართულება აქვს.

უფსკრულის ჩასასვლელიდან 800 მ სიღრმეზე, მღვიმის მეოთხე მონაკვეთი იწყება, რომელიც ფაქტობრივად 200 მ სიღრმის ჭით არის წარმოდგენილი. 1025 მ სიღრმეზე იგი ნგრეული მასალით ამოქოლილ ნაპრალს აწყდება. ამჟამად აქ მიღწეული სიღრმით — 1508 მ[4] პანტიუხინის მღვიმე მსოფლიოს უღრმეს მღვიმეებს შორის მე-12 ადგილს იკავებს. მასში უფრო ღრმად ჩაღწევის პერსპექტივაც არსებობს, თუმცა საკმაოდ რთული დასაძლევია უფსკრულის ბოლოში ვიწრო დერეფანი, რომელიც სიფონური ტბით არის გადაკეტილი.

სახელი ეწოდა მისი ერთ-ერთი პირველაღმომჩენის, ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტისა და სპელეოლოგის ვიაჩესლავ პანტიუხინის პატივსაცემად.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пантюхина В. Шахта | Географическая энциклопедия
  2. კ. ხარაძე, გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური ძეგლები, თბილისი, 2014
  3. 3.0 3.1 ზ. ტინტილოზოვი, ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები, თბილისი, მეცნიერება, 1988
  4. საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, თბილისი, 2018[მკვდარი ბმული]