პანმოძრაობები
პანმოძრაობები, ან პანნაციონალიზმები — გარკვეულ ნაციონალისტური, ან რელიგიურ იდეოლოგიები, რომელთა მიზანია გააერთიანოს ტომები, ხალხები, ერები ერთ სახელმწიფოდ ერთგვარი ეროვნული (ეთნიკური) გეოგრაფიული, ან რელიგიური იდეის მეშვეობით.
სიტყვის „პანმოძრაობები“ პირველი ნაწილი „პან“ არის ბერძნული ენიდან შემოსული თანდებული და აღნიშნავს 'ყოველ', ან 'სრულიად', რითაც ხაზი ესმება ამა თუ იმ მოძრაობის გლობალურობას, ზეეროვნულობას ერთი რომელიმე ეთნოსის, ან ნაციის სასარგებლოდ და სხვათა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერსების უგულებელყოფის ხარჯზე. სწორედ იმის გამო, რომ ამ ე.წ. პანმოძრაობების მიმდევრები ცალკეულ ეთნოსთა განსაკუთრებულობას, მათ ღვთიურ წარმოშობასა და მისიას ქადაგებენ, წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან და ხშირად მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. ჰანა არენდტი, პანმოძრაობათა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარი ნაციონალიზმის გამოვლინებათაგან ყველაზე აგრესიულად პანგერმანიზმსა და პანსლავიზმსს ასახელებს.
ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთნიკური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პანარაბიზმი (პანსირიზმი), არაბეთი
- პანსლავიზმი (ნეოსლავიზმი)
- პანრუსიზმი
- პანსერბიზმი (სერბოხორვატიზმი)
- პანირანიზმი, (ირანის მთიანეთი, ავღანეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი)
- პანბულგარიზმი
- პანთურქიზმი (სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპა და დასავლეთი, ცენტრალური და ჩრდილოეთი აზია / ბალკანეთიდან ვიდრე ჩინეთამდე, ცენტრალური სპარსეთიდან ვიდრეჩრდილოეთის ზღვამდე )
- პანმესოპოტამიზმი (ასირიზმი; მესოპოტამია, სირია, ერაყი, სირიის ქრისტიანები)
- პანსომალიზმი (დიდი სომალი; სომალი, ჯიბუტი, ჩრდილოდასავლეთი კენია)
- პანგერმანიზმი (პანტევტონიზმი), გერმანია
- პანელინიზმი, საბერძნეთი
- პანიბერიზმი (პანჰისპანიზმი), ესპანეთი/პორტუგალია, შესაბამისად ლათინური ამერიკა
- პანლათინიზმი (პანრომანიზმი)
- პანსემიტიზმი, ებრაელები და არაბები
- პანკავკასიზმი, კავკასიელი ხალხები
გეოგრაფიული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რელიგიური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პანისლამიზმი
- პანანგლიკანიზმი (პანანგლიკანური კონგრესი)
პანდროშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (გერმანული) Hannah Arendt: Elemente und Ursprünge totaler Herrschaft, München 1986 (Erstveröffentlichung 1958), ISBN 3-492-11032-0