პანიკის გარეშე (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პანიკის გარეშე (სერიალი))
პანიკის გარეშე
ჟანრი სერიალი
კომედია
ავტორი ლევან დაბრუნდაშვილი
გიორგი ქობალია
ივა ფეზუაშვილი
სცენარი ალექსანდრე ჩიღვინაძე
სანდრო ნავერიანი
თაზო ნარიმანიძე
ნიკა პაპოშვილი
ივა ფეზუაშვილი
რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი
გიორგი ქობალია
მონაწილეობენ გოგა ბარბაქაძე
გიორგი გიორგანაშვილი
ტატო ჩახუნაშვილი
მარიამ ნადირაძე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული ენა
სეზონი 2
სერია 15
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი თამთა ედიბერიძე
პროდიუსერ(ებ)ი ბერა ივანიშვილი
ლევან დაბრუნდაშვილი
მონტაჟი საბა ფრუიძე
ოპერატორი ლევან დაბრუნდაშვილი
ეთერი
ორიგინალური არხი GDS
ეთერში დეკემბერი 20, 2013 — მაისი 29, 2014
დაკავშირებული შოუები ცოლები და ქმრები (სერიალი)
მზარეულები (სერიალი)


პანიკის გარეშე — ქართული კომედიური სერიალი, რომელიც ტელეკომპანია GDS-მა გადაიღო 2013 წელს. სერიალი არის მისტიკისა და კომედიის ნაზავი და მასში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურმიშხან იშხნელი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, თუმცა დაბრუნება მოუწია 21-ე საუკუნეში უკან, სადაც მისი შთამომავალი შვილიშვილი დუკა იშხნელი დახვდა. იგი მისივე ასაკის არის, თუმცა დუკა თანამედროვე, ოდნავ დეპრესიული მამაკაცია, რომელიც პრობლემების მოგვარებას თავის მოკვლით ცდილობს. პაპის გამოცოხლების შემდეგ ცხოვრება უფრო ურთულდება, მაგრამ ცდილობს პაპა ახალ ცხოვრებას მოარგოს და თან პირადი ცხოვრებაც შეიქმნას. მოქმედებაში დუკას მეგობრებიც ნუცა და ბალნოიც ერთვებიან.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდურ როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თამარ ბუხნიაშვილი - დუკას დედა
  • ზურა ალავერდაშვილი - დუკას მამინაცვალი
  • ვაჟა ქორქაშვილი - გენერალი
  • ლეონტი შიშოშვილი - რეკისტი
  • ლევან ჩიქოვანი - რეკისტი 1
  • ირაკლი ქანთარია - რეკისტი 2
  • ქეთა შათირიშვილი - თინათინი
  • სოფო ჩაგელიშვილი - ნესი
  • პავლე ნოზაძე - თინათინის მამა
  • ბაჩუკი დოლონაძე - ეშმაკი
  • მაია ლომიძე - მოსამსახურე / გელას დედა
  • თენგიზ პაპიძე - გელას მამა
  • ზაალ კუპრაშილი - დაცვა 1
  • დათო ბეკოშვილი - დაცვა 2
  • გიორგი გოგინიშვილი - მძღოლი
  • გიორგი გოგუაძე - მუშა

1 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდი სათაური შინაარსი
1 გამოცხადება დუკა იშხნელი ახალგაზრდა რეჯისორია. მას სიყვარულში არ უმართლებს ამიტომ დეპრესიით შეპყრობილი თავის მოკვლას გადაწყვეტს ბედი კი აქაც დასცინებს მას
2 KGB საიქიოდან დაბრუნებული დურმიშხან იშხნელი შვილიშვილს და მის მეგობრებს თავის იტორიას უყვება და იმ ადგილებში მიჰყავს, სადაც ოდესღაც მნიშვნელოვანი ნივთი დატოვა. სწორედ ეს საიდუმლო განძია მისი ამქვეყნად მობრუნების მიზეზი
3 ქალაქში ბნელა დაკარგული რუკის კვალი ერთ გაზულუქებულ ბიზნესმენთან მიდის, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავს. განძის მაძიებლები გადაწყვეტენ, რომ დუკას უფროს გოგონასთან დამეგობრება საუკეთესო გზა იქნება მათ სახლში შესაღწევად
4 Plan B დუკას თინა მართლა მოეწონება და საიდუმლო გეგმის მიღმაც უნდა მასთან დაახლოება. არც თინაა მის მიმართ გულგრილი. თუმცა, დუკას პაპას იმ ქვეყნიდან კიდევ ერთი ადამიანი გამოჰყვა, რომელიც ყველაფრის ჩაშლას ცდილობს
5 ჩინური ეშმაკი

თინა დუკას საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟებს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ეს საუკეთესო დროა სახლში შესაღწევად და გეგმის შესასრულებლად. საიდუმლო რუკაზე მონადირე ორივე მხარე ცდილობს, შანსი ხელიდან არ გაუშვას

2 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდი სათაური შინაარსი
1 რუკა

თინა სახლიდან მოდის და მამის თხოვნის მიუხედავად, იქ დაბრუნებას არ აპირებს. დურმიშხანი და მისი მეგობრები კი მოპოვებული რუკის გაშიფვრას ცდილობენ.

2 მკითხავი

დუკა კაფეში მკითხავს გადაეყრება, რომელიც გამდიდრებას უწინასწარმეტყველებს. დურმიშხანი, ნუცა, ბალნოი და მისი ძმა კი სკოლისდროინდელ გეოგრაფიის მასწავლებელთან მიდიან რუკის გასაშიფრად და განძის ადგილსამყოფელის დასადგენად.

3 დუკ ბეღურა

თინა ანონიმურ წერილს იღებს, სადაც წერია, რომ დუკამ ის კონკრეტული მიზნისთვის გაიცნო და სინამდვილეში არ აინტერესებს. ის დარწმუნებულია, რომ ეს ვიღაცის ბოროტი ხუმრობაა და გადაწყვეტს, ეს ამბავი დუკასაც მოუყვეს.

4 განძის მაძიებლები

თინა და ტატა ქალაქაგრეთ მიდიან სასტუმროში სამუშაოდ. მიტოვებულ დუკას ისევ დეპრესია ეწყება, მისი მეგობრები და უფროსი დურმიშხანი კი გაშიფრული რუკის მიხედევით განძის საძიებლად მიემართებიან.

5 ბატონი პაპუნა

დუკა თინას ადგილსამყოფელს დაადგენს და კახეთისკენ მიემართება. სასტუმროში ყველა ერთად იყრის თავს: განძის მაძიებლები, მათ მდევრები ჯოჯოხეთიდან, დუკა და გოგონები. ბრძოლა გადამწვეტ ფაზაში შედის.

6 ოპერაცია ‘ორანჟერეა'

იქ, სადაც განძია დამარხული, სასტუმროს მეპატრონე ორანჟერიის გაკეთებას გეგმავს. დურმიშხანმა და მისმა მეგობრებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვან. ამ დროს კი, ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი სამეული მათი გეგმის ჩაშლაზე მუშაობს.

7 გატაცება

ჯოჯოხეთის მდევრები თინას გაიტაცებენ და იმედი აქვთ, მძევლის წყალობით დუკას მართვას და განძის ხელში ჩაგდებას მოახერხებენ.

8 სირინოზი

დურმიშხანის და ვანსკის დაჯგუფებებს განძის მოსაპოვებლად კონკურენტები გამოუჩნდებათ. მათი ვინაობა ყველასთვის დიდი სიურპრიზი იქნება.

9 ბოროტსა სძლია კეთილმან

განძის დაკარგვის გამო დადარდიანებულ დურმიშხანს და მის მეგობრებს მოულოდნელი სტუმრები ეწვევიან. ცოტა ხანში ყველანი დიდი სასწაულის მომსწრენი გახდებიან.

10 Happy End

პაპა ისევ უჩინარი ხდება, თუმცა თვითონ ყველაფერს ხედავს. თინა ბავშვს აჩენს და ცოტა ხანში დუკა კიდევ ერთი უცნაური მოვლენის მომსწრე ხდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]