შინაარსზე გადასვლა

პანთეონის შადრევანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანთეონის შადრევანი
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
ისტორია
თარიღდება 1575-1886 წლები
პანთეონის შადრევანი — იტალია
პანთეონის შადრევანი
პანთეონის შადრევანი ვიკისაწყობში

პანთეონის შადრევანი ― პაპ გრიგოლ XIII-ის დაკვეთით აშენებული შადრევანი, მდებარეობს რომში, პიაცა დელა როტონდაზე, რომის პანთეონის წინ. ის დააპროექტა ჯაკომო დელა პორტამ 1575 წელს და მარმარილოსგან გამოძერწა ლეონარდო სორმანიმ[1].

1711 წელს პაპმა კლემენტ XI-მ მოითხოვა შადრევნის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია და ფილიპო ბარიჯიონის დაავალა ამ ადგილისათვის ახალი განლაგების შემუშავება. ეს გეგმა მოიცავდა ქვისგან დამზადებულ განსხვავებული ფორმის აუზს და ობელისკს, რომელიც რამზეს II-ის დროს შეიქმნა და ცენტრალურ პლინტუსზე იყო განთავსებული, ფუძეზე ოთხი მარმარილოს დელფინით.

1886 წელს აქ პირველად დადგმული მარმარილოს ფიგურები ამოიღეს და ლუიჯი ამიჩის გამოძერწილი ასლებით ჩაანაცვლეს, რათა ისტორიული არტეფაქტები არ დაეზიანებინათ. დღეს ძველი ქანდაკებების ნახვა რომის მუზეუმშია შესაძლებელი.

პანთეონის შადრევანი ფრანჩესკო რობასთვის ნიმუში იყო. მისი მიხედვით აშენდა რობას შადრევნი, რომელიც სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ის ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პანთეონის შადრევანი თარგი:Sequence

  1. „AS Roma chairman to restore Pantheon fountain“. Wanted in Rome. 12 April 2018. ციტირების თარიღი: 22 May 2019.
  2. Lorenčak Kiker, Marja. (2010)The Robba Fountain: The Story of the City's Symbol. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 25 January 2013