პანდემონიუმი (ლორენ ოლივერის რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პანდემონიუმი“
Pandemonium

ავტორი ლორენ ოლივერი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური ენა
სერია დელირიუმის ტრილოგია
ჟანრი მოზარდთა ლიტერატურა;
სასიყვარულო რომანი;
დისტოპიური რომანი
გამომცემელი HarperCollins
გამოცემის თარიღი 28 თებერვალი, 2012
მთარგმნელი ნინო შეყილაძე
ქართულად გამოიცა 16 მარტი, 2016
გვერდი 383 (ორიგინალი გამოცემა);
336 (ქართული გამოცემა)
წინამორბედი დელირიუმი
მომდევნო რეკვიემი
ISBN 9780061978067

პანდემონიუმიამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის დისტოპიური რომანი. იგი დელირიუმის ტრილოგიის მეორე წიგნია[1]. პირველად გამოიცა 2012 წლის 28 თებერვალს, გამომცემლობა HarperCollins-ის მიერ. პანდემონიუმის წინამორბედი წიგნია დელირიუმი, ხოლო მომდევნო — რეკვიემი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წიგნში გრძელდება დელირიუმში განვითარებული მოვლენები[2] . ლინა ტევრში მარტოა. პანდემონიუმი დაყოფილია თავებად — „მაშინ“ (დრო მას შემდეგ, რაც ლინამ საზღვარი გადაკვეთა) და „ახლა“ (ამჟამინდელი ცხოვრება), ხოლო მე-13 თავის შემდეგ, ისინი გაერთიანებულია.

„მაშინ“ — სამწუხაროდ, ტევრი არ აღმოჩნდა ისეთი გასაოცარი, როგორც ლინა ფიქრობდა. ახლა იგი დაუძლურებულია და მას ხალხი პოულობს, ხალხი, რომელიც მას გადაარჩენს, გამოჯანმრთელებაში დაეხმარება და ოჯახის წევრად მიიღებს...

„ახლა“ — ლინა ნიუ-იორკში ცხოვრობს, რეივენთან და ტეკთან ერთად — მეგობრებთან ერთად, რომლებიც ტევრში გაიცნო, რომელთაც იგი სიკვდილს გადაარჩინეს. ახლა ლინა „ამერიკა დელირიის გარეშე“-ს („ადგ“) წევრია. „ადგ“-ს ერთ-ერთი მიტინგის მსვლელობის დროს, იგი სნეულთა დაჯგუფებამ — „ფასკუნჯებმა“ გაიტაცეს, „ადგ“-ს ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტთან — ჯულიენ ფაინმენთან ერთად, რომელსაც არ შეუძლია დელირიისგან განკურნების პროცედურის ჩატარება, ვინაიდან, იგი თავის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული. მას შემდეგ, რაც ჯულიენი მას საკუთარი მამის, „ადგ“-ს და დელირიის შესახებ თავისი რეალური მოსაზრების შესახებ უყვება, ლინას იგი უყვარდება...

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანდემონიუმი New York Times-ის ბესტსელერია. წიგნის შეფასებები ძირითადად დადებითია[3][4]. The Independent-მა წიგნი დადებითად შეაფასა:

ვიკიციტატა
„მიუხედავად იმისა, რომ ოლივერი დახელოვნებული და ზოგჯერ, გამბედავი მთხრობელია, ამბავი იყო „გარკვეულწილად დამქანცველი“[5].“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „‘Pandemonium’ by Lauren Oliver“. Boston Globe. April 1, 2012. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
  2. 'Delirium' Author Lauren Oliver Talks Sequel 'Pandemonium'. MTV Hollywood Crush. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
  3. Review: Pandemonium. Booklist. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
  4. Adams, Lauren (Fall 2012). „Oliver, Lauren: Pandemonium.(Brief article)(Book review)(Young adult review)“. The Horn Book Guide. 23 (2): 109. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  5. Kidd, James (11 March 2012). „Pandemonium, By Lauren Oliver“. London: Independent. ციტირების თარიღი: 30 April 2013.