პამპის ბალახი
იერსახე
| პამპის ბალახი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Cortaderia selloana | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Cortaderia selloana | ||||||||||||||
| ||||||||||||||
პამპის ბალახი, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum) — მრავალწლოვანი ორსახლიანი, დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. ღეროების სიმაღლე 2-3 მ აღწევს. გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს.
ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში. ყვავილობს შემოდგომაზე. დეკორატიულია. კულტივირებულია დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
მოშენებულია დასავლეთ ამიერკავკასიაში. სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 656.