პამელა მელროი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პამელა მელროი
ინგლ. Pamela Ann Melroy
Pamela Melroy.jpg
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1961 (1961-09-17) (60 წლის)
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სამხედრო წოდება ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკი

პამელა მელროი (ინგლ. Pamela Ann Melroy, დ17 სექტემბერი, 1961, კალიფორნია, აშშ) — ნასა-ს ასტროონავტი, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკი. განახორციელა სამი კოსმოსური ფრენა, შატლებზე: STS-92 [2000]], STS-112 2002 და STS-120 2007 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პამელა მელროი დაიბადა 1961 წლის 17 სექტემბერს კალიფორნიის შტატის ქალაქ პალო-ალტოში. 1979 წელს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში დაამთავრა საშუალო სკოლა და მშობლიურ ადგილად სწორედ მას მიიჩნევს. 1983 წელს მასაჩუსეტსის შტატში, უელსის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფიზიკისა და ასტრონომიის დარგში. 1984 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მიიღო დოქტორის წოდება გეოლოგიისა და პლანეტოლოგიის მიმართლებით.

პამელას ჰყავს მშობლები, დევიდ და ჰელენ მელროები, რომლებიც პიტსფორდში ცხოვრობენ და ქმარი — ქრისტოფერ უელეს უილსონი, რომელიც წარმოშობით კონეკტიკუტიდანაა[1].

მომზადება ფრენამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პამელა მონაწილეობას იღებდა ნასას მეთოთხმეტე ასტრონავტთა შესარჩევ კონკურსში. 1994 წელს ჩარიცხეს ასტრონავტთა რიგებში. 1995 წლის მარტიდან დაიწყო საერთო კოსმოსური სწავლების გავლა. კურსის დასრულებისას, 1996 წლის მაისში მიიღო შატლის პილოტის კვალიფიკაცია და იგი დანიშნეს ნასას ოფისში ეკიპაჟის გაფრენამდე და შატლების დაშვების შემდეგ მხარდამჭერად.

პამელა მელროი

ფრენები კოსმოსში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ფრენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელროის პირველი ფრენა შატლ დისქავერით შედგა, [[2000] წლის 11-დან 24 ოქტომბრამდე, რომელზეც პილოტის პოზიციას იკავებდა. ფრენის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან ხომალდის შეერთება, ფერმერული კონსტრუქცია Z1-ისა და ჰერმეტული ხუფის სადგურამდე მიტანა.

ფრენის მანძილზე ორჯერ იმყოფებოდა ღია კოსმოსში. პირველად 2000 წლის 16 ოქტომბერს — შვიდი საათისა და შვიდი წუთის განმავლობაში; მეორედ 18 ოქტომბერს — ექვსი საათისა და ორმოცდათექვსმეტი წუთს განმავლობაში. მთლიანმა ფრენას კი 12 დღე 21 საათი და 44 წუთი შეადგენდა[2].

მეორე ფრენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელროის მეორე ფრენა, მისიით STS-112, ატლანტისის შატლით 2002 წელს, 7-დან 18 ოქტომბრამდე შედგა. მისიის ძირითად მიზანს სადგურამდე სამეცნიერო აპარატურისა და ტვირთის მიტანა იყო. აღნიშნულ პერიოდში მან სამჯერ შეასრულა სამუშაოები ღია კოსმოსში. პირველად 2002 წლის 10 ოქტომბერს — შვიდი საათისა და ერთი წუთის, მეორედ 12 ოქტომბერს — ექვსი საათისა და ოთხი წუთის, მესამედ კი 14 ოქტომბერს — ექვსი საათისა და ოცდათექვსმეტი წუთის განმავლობაში. ფრენის ხანგრძლივობა მთლიანობაში 10 დღე 19 საათი და 59 წუთი იყო[3].

მესამე ფრენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მესამე ფრენა, შატლ დისქავერით 2007 წლის 23 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის შუალედში განხორციელდა. ამ მისიაში ( STS-120) ის შატლის მეორე ქალი მეთაური იყო. მისიის ხანგრძლივობა 15 დღეს 2 საათსა და 23 წუთს შეადგენდა[4].

პამელას კოსმოსში ყოფნის სრული პერიოდი 38 დღეს 20 საათსა და 4 წუთს მოიცავს.

ფრენის შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს დატოვა პოლკოვნიკის თანამდებობა, ხოლო 2009 წლის 7 აგვისტოს ატსრონავტთა რიგებიდან წამოვიდა და ნასაც დატოვა. 2011-დან 2013 წლამდე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში. 2013-დან 2017 წლის თებერვლამდე დასაქმებული იყო თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოში ტექნიკური ტექნოლოგიების ბიუროს დირექტორის მოადგილედ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Melroy. astronautix.com. ციტირების თარიღი: 2019-04-29.
  2. Lynda Warnock: KSC. NASA - STS-92. nasa.gov. ციტირების თარიღი: 2019-04-29.
  3. Lynda Warnock: KSC. NASA - STS-112. nasa.gov. ციტირების თარიღი: 2019-04-29.
  4. Tuong Tran : JSC. NASA - STS-120 to Deliver Harmony Node to ISS. nasa.gov. ციტირების თარიღი: 2019-02-07.