პალუდამენტუმი
იერსახე
პალუდამენტუმი — რომის რესპუბლიკაში ან რომის იმპერიაში, მოსასხამი ან ლაბადა, რომელიც ჩვეულებრივ მაგრდებოდა მხარზე.
მას ძირითადად ატარებდნენ სამხედრო მეთაურები, უფრო იშვიათად კი მათი ქვეშევრდომები. როგორც რომაული არმიის მთავარსარდლებს, ისე რომაელ იმპერატორებს ბიუსტებსა და მონეტებზე ხშირად გამოსახავდნენ პალუდამენტუმით.
ავგუსტუსის მმართველობის შემდეგ პალუდამენტუმის ტარება შეზღუდული იყო იმპერატორთათვის.[1] ცუდი ამინდის დროს პალუდამენტუმს ბავშვებიც ატარებდნენ ავდრისგან თავის დასაცავად. ჩვეულებრივ პალუდამენტუმი იყო ჟოლოსფერი, ალისფერი ან მეწამული,[2] ზოგჯერ თეთრიც.[3]
ის მიმაგრებული იყო მხარზე კაუჭის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება ფიბულა, მისი ფორმა და ზომა სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- «Republican Roman Army 200—104 BC» Osprey Publishing, page 46. (1996). ISBN 9781855325982
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hertha Sauer, "Paludamentum", Realencyclopädie der Classischen Altertumswissenschaft 18.3, (1949).
- ↑ Historical accounts of colors and dyes, and their usage by different military ranks, vary. See: Sekunda, Nick and Angus McBride. (1996.) "Republican Roman Army 200-104 BC" დაარქივებული 2012-11-12 საიტზე Wayback Machine. Osprey Publishing, page 46. Retrieved on 2007-10-06.
- ↑ (1919.) "The Encyclopedia Americana". Encyclopedia Americana Corporation, page 220. Retrieved on 2007-10-06.