პალმ-ჯუმეირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პალმ ჯუმეირა-დუბაი

პალმ ჯუმეირა (არაბ. نخلة الجميرة) — ხელოვნური კუნძულები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის სანაპიროებზე. ხმელეთის ათვისების უდიდესი პროექტი, რომელიც  შექმნილი დეველოპერული კომპანიის Nakheel-ის მიერ.[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ატლანტისი“

პროექტის განხორციელება  2001 წლის ივნისში დაიწყო. სამი კუნძულის მშენებლობას საფუძველი სპარსეთის ყურის დუბაის სანაპიროსთან ჩაეყარა. 2006 წლის ბოლოს კუნძულზე დაიწყო განაშენიანება.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარმთვარის კუნძულის ფრაგმენტი

კუნძულებზე მშენებლობა დაიწყო 2001 წლის ივნისში. დეველოპერებმა განაცხადეს, რომ 2006 წელს პირველი საცხოვრებელი სახლების გადაცემა მოხდებოდა. [2] მშენებლობის გარკვეული პრობლემა შეიქმნა 2008 წლის გლობალური საკრედიტო კრიზისის გამო. პროექტის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაიდო.

სამი კუნძული პალმა-ჯუმეირა, ჯებელ-ალი და დეირა ხელოვნური კუნძულებია პალმის ხის სახით. ისინი შედგება კუნძულის 16 ფოთლისაგან. გარს ერტყმის ნახევარმთვარის ფორმის ტალღამჭრელები. ყველაზე პატარა ზომის ჯუმეირაა. პალმის ასაგებად ზღვის ფსკერზე 94 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ქვიშა ჩაიყარა, ხოლო 11 კილომეტრის სიგრძის ნახევარმთვარის ფორმის ტალღამჭრელის გარეთა კიდე აიგო 6,3 მილიონი ტონა ქვისაგან. იმისათვის, რომ კუნძულის გარშემო წყალმა იმოძრაოს, ტალღამჭრელში ნაპრალებია დატოვებული, რაც ხელს შეუწყობს ამ არეალში ზღვის ცხოველებისა და თევზების გავრცელებას, ასევე რიფების წარმოქმნას.

კუნძულის ხედი

პალმის „ტანისა“ და „ფოთლების“ ფართობია 5 კმ². დაგებულია ასფალტის გზები. მატერიკს კუნძული უკავშირდება 300 მეტრიანი ხიდით. ქვიშის პლაჟების გასწვრივ მდიდრული ვილები, საცხოვრებლები, მდიდრული სასტუმროები, სავაჭრო კომპლექსები და კურორტებია განლაგებული. ყველაზე პოპულარულია პალმ-ატლანტისი, სადაც დამსვენებლებს დელფინებთან ერთად შეუძლიათ აუზში ცურვა.

კუნძულებიდან ყველაზე დიდია დეირა. მისი ფართობი ნიუ-იორკის მანჰეტენზე უფრო დიდია. ჯუმეირაზე მოსახლეობა პირველად 2009 წლის აპრილში გამოჩნდა. კუნძულზე ცხოვრობს რამდენიმე ცნობილი პიროვნება.

ჯებელ-ალი ჯუმეირაზე ორჯერ დიდი ზომისაა. მისი მშენებლობა დაიწყო 2002 წლის ოქტომბერში.  წინასწარი გათვლებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, კუნძულზე  250000 ადამიანის დასახლება იგეგმება. მასზე რამდენიმე თემატური პარკი და სხვადასხვა გასართობებია განთავსებული.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონორეალი პალმ ჯუმეირაზე

Palm Jumeirah Monorail არის 5,4 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც პალმ-ჯუმეირას აკავშირებს მატერიკთან. დაგეგმილია შემდგომი გაფართოება დუბაის მეტროს წითელ ხაზამდე.[3] ხაზმა ექსპლუატაცია დაიწყო 2009 წლის 30 აპრილს. ეს არის პირველი მონორეალი შუა აღმოსავლეთში.[4]

ველური ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის დასაწყისში, COVID-19 პანდემიის დროს ადამიანის აქტივობის შემცირების გამო, შეინიშნებოდა ველური ბუნების წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდა, მაგალითად, დელფინები საკმაოდ მომრავლდნენ პალმ-ჯუმეირას გარშემო. [5]

2009 წელს New York Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ NASA-ს თანამგზავრებმა ლაზერული ალტიმეტრით დაადგინეს, რომ პალმ-ჯუმეირა იძირებოდა წელიწადში 5 მმ-ით (0,20 დუიმი). საპასუხოდ, Nakheel-მა თქვა, რომ მათ არ მიუღიათ ანგარიშები ასეთი ტიპის სტრუქტურული პრობლემების შესახებ და მიუთითა, რომ ლაზერულ თანამგზავრების გაზომვის გარჩევადობა მხოლოდ 50 მმ-ია (2.0 ინჩი).[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Top 8 Engineering and Architectural Wonders of Dubai". 14 December 2016.
  2. "The Palm Jumeirah". Nakheel. 2006. Archived from the original on 17 February 2007. Retrieved 11 February2007.
  3. "Middle East's first monorail to start services in Palm Jumeirah by April". Gulf News. 7 August 2008. Archived from the original on 16 July 2009. Retrieved 11 August2008.
  4. ME's 1st monorail to begin services in April". MENAFN.com. 8 August 2008. Archived from the original 11 June 2011. Retrieved 11 August 2008.
  5. https://edition.cnn.com/travel/article/marine-conservation-uae-spc-intl/index.html
  6. Laid-Off Foreigners Flee as Dubai Spirals Down, New York Times, 11 February 2009