პალმირის იმპერია
პალმირის იმპერია — სეპარატისტული სახელმწიფო, რომელიც მესამე საუკუნის კრიზისის პერიოდში, რომის იმპერიისაგან გამოყოფილ ტერიტორიებზე დაარსდა. იმპერია მოიცავდა რომის იმპერიის პროვინციებს: სირია-პალესტინას, ქვიან არაბეთს, ეგვიპტეს და მცირე აზიის დიდ ნაწილს.
სახელმწიფოს სათავეში იმპერატორი ვაბალატუსი ედგა, თუმცა რეალურად იმპერიას მისი დედა და რეგენტი დედოფალი ზენობია მართავდა. 270 წელს ზენობიამ მცირე დროში რომის აღმოსავლეთ ტერიტორიტების დიდი ნაწილი დაიპყრო და რომთან ურთიერთობების დალაგებას შეეცადა. 271 წელს ზენობია და მისი ვაჟი ვაბალატუსი პალმირის იმპერატორები გახდნენ, რის შემდეგაც ზენობიას რომის იმპერატორთან, ავრელიანესთან მოუწია დაპირისპირება. მათ შორის გამართულ ომში, ზენობია დამარცხდა, გამარჯვებულმა ავრელიანემ აჯანყებული ტერიტორიები კვლავ რომს შემოუერთა, ზენობია კი დაატყვევა. ერთი წლის შემდეგ პალმირელები კვლავ აჯანყდნენ. ავრელიანემ ეს აჯანყებაც ჩაახშო, ქალაქი პალმირა კი გაანადგურა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პალმირის იმპერია
- რომისა და პალმირის დაპირისპირება დაარქივებული 2016-02-24 საიტზე Wayback Machine.
- ზენობია, არმოსავლეთის დედოფალი დაარქივებული 2016-03-23 საიტზე Wayback Machine.
- ისლამისტური სახელმწიფო და პალმირის იმპერია დაარქივებული 2015-10-02 საიტზე Wayback Machine.