პალმეტური მეხილეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პალმეტური მეხილეობა — სუსტ და საშუალოდ ნაზარდ საძირეებზე ხეხილის მოყვანა და მისთვის ხელოვნური ფორმების მიცემა; უზრუნველყოფს მაღალმოსავლიანობას, სამუშაოთა მექანიზაციასა და დეკორატიულობას. მეხილეობის ინტენსიფიკაციის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა. საქართველოში პალმეტური ფორმის ბაღებს აშენებენ 1965 წლიდან. პალმეტურ ფორმას აძლევენ უმთავრესად ვაშლსა და მსხალს, იშვიათადკურკოვნებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]