შინაარსზე გადასვლა

პალესტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალესტინა
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი أُسُودُ كَنعَان (ქანაანის ლომები)
الْفَدَائِي (ფედაიუნები)
الْفُرْسَان (რაინდები)
ასოციაცია პალესტინის ფეხბურთის ასოციაცია (PFA)
კონფედერაცია აზიის ფეხბურთის კონფედერაცია (AFC)
მთავარი მწვრთვნელი იჰაბ აბუ ჯაზარი
კაპიტანი მუსაბ ალ-ბატატი
ყველაზე მეტი კეპი აბდელატიფ ბაჰდარი (82)
ბომბარდირი უდაი დაბაღი (17)
სტადიონი ფაისალ ალ-ჰუსეინის საერთაშორისო სტადიონი
ფიფა-ს კოდი PLE
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 73 (2018 წლის თებერვალი–მარტი)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 191 (1999 წლის აპრილი–აგვისტო)
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 90 (2019 წლის სექტემბერი)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 169 (2010 წლის სექტემბერი)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 5–0 პალესტინის დროშა პალესტინა
(კაირო, ეგვიპტე; 4 აპრილი, 1930)
უდიდესი გამარჯვება
პალესტინის დროშა პალესტინა 11–0 გუამის დროშა გუამი
(დაკა, ბანგლადეში; 1 აპრილი, 2006)
უდიდესი დამარცხება
ლიბანის დროშა ლიბანი 9–1 პალესტინის დროშა პალესტინა
(ალექსანდრია, ეგვიპტე; 8 აგვისტო, 1953)
გამოსვლა (პირველად 2015)

პალესტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (არაბ. منتخب فِلَسطِيْن لِكُرَّةُ الْقَدَم) — გუნდი, რომელსაც მართავს პალესტინის ფეხბურთის ასოციაცია, წარმოადგენს პალესტინას მამაკაცთა საერთაშორისო ფეხბურთში. ნაკრები ფიფას წევრია, ხოლო კონტინენტურ დონეზე აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC) ეგიდით ასპარეზობს.[1]

მანდატურ პალესტინაში ფეხბურთის ფედერაცია 1928 წელს დაარსდა. თუმცა პალესტინის ეროვნული ნაკრები ფიფამ მხოლოდ 1998 წელს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შემდეგ აღიარა. იმავე წელს პალესტინამ ფიფას მიერ აღიარებული პირველი მატჩი ჩაატარა და ამხანაგურ შეხვედრაში ლიბანთან 1–3 დამარცხდა.


2014 წელს პალესტინამ აზიის გამოწვევის თასი მოიგო — ფინალში ფილიპინები 1–0 დაამარცხა. ამ გამარჯვებამ გუნდს 2015 წლის აზიის თასზე ასპარეზობის უფლება მოუტანა, რაც ტურნირზე მისი პირველი მონაწილეობა იყო. მოგვიანებით პალესტინა 2019 წლის აზიის თასზეც გავიდა, ამჯერად რეგულარული საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით. დღემდე ნაკრებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა არ მიუღია.

პალესტინის ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე მეტსახელი აქვს: „ქანაანის ლომები“ (არაბ. أُسُودُ كَنعَان), „ფედაიუნები“ (არაბ. الْفَدَائِيُّون) და „რაინდები“ (არაბ. الْفُرْسَان). გუნდის ძირითადი ფერებია წითელი და თეთრი.

ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი ფიფას რეიტინგში 73-ე ადგილია, რომელსაც მან 2018 წლის თებერვალში მიაღწია. ამას წინ უძღოდა 12-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 2016 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 22 მარტამდე გაგრძელდა. გამართვა. პალესტინის ეროვნული ნაკრების საშინაო სტადიონია ფაისალ ალ-ჰუსეინის საერთაშორისო სტადიონი ალ-რამში, თუმცა უსაფრთხოების და პოლიტიკური ვითარების გამო, გუნდს არაერთხელ მოუწია საშინაო მატჩების ნეიტრალურ მოედნებზე.

ფიფას მამაკაცთა ნაკრებების რეიტინგში, 2026 წლის მონაცემებით, პალესტინის ეროვნული ნაკრები 95-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში.[2]

  1. ↑ Palestine - Results, fixtures, squad, statistics, photos, videos and news. ციტირების თარიღი: 20 July 2026
  2. ↑ Men's World Ranking. ციტირების თარიღი: 2 July 2026