პალასოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პალასოვის სახლი
რუს. Дом Паласова
Таганрог Греческая 61 фото 032.jpg
კოორდინატები 47°12′40″N 38°56′18″E / 47.211055° ჩ. გ. 38.938401° ა. გ. / 47.211055; 38.938401
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნე

პალასოვის სახლი (რუს. Дом Паласова) — ძველი სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. სახლი 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 61.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნების ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი სახლი ნახევარი სარდაფით, აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. სახლი ეკუთვნოდა მოქმედ სახელმწიფო მრჩეველს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ალფერაკს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სახლის მფლობელები იყვნენ მისი შვილები კომპოზიტორი აქილევს ალფერაკი და ზოოლოგი სერგეი. შენობის კორპუსი აგებულია უკრაინის შესახვევის პირზე, შესახვევისა და ბერძნების ქუჩის გადაკვეთაზე.

1880-იანი წლების ბოლოს სახლი იყოდა საბერძნეთის ქვეშევრდომმა ანტონ ნომიკოსმა. მისი გარდაცვალების შემდეგ ანდერძის მიხედვით სახლი გადაეცა მის მემკვიდრეებს. 1910-იანი წლებიდან 1925 წლამდე სახლის მფლობელი იყო ივან ივანეს ძე მინაევი და მისი ცოლი ეკატერინა პეტრეს ასული.

სახლის თავდაპირველი მფლობელი იყო ალექსანდრა ანასტასიევა. 1842 წელს ალექსანდრა ცოლად გაჰყვა ტაგანროგელ ვაჭარს სტავრო ანასტასიევას. 1880-იან წლებში შენობა მათგან იყიდა თურქეთის ქვეშევრდომმა ამ დროისატვის გარდაცვლილი საბა პალასოვის ოჯახმა. პალასოვები დაკავებული იყვნენ თამბაქოს ვაჭრობით.

სახლის სარდაფში მოკრძალებულად ცხოვრობდა გენერალი, სამხედრო პროკურორი არაკინი.

XX საუკუნის დასაწყისში სახლი შეიძინა ვაჭარმა და მიწისმფლობელმა დიმიტრი ჩერევკოვმა, რომელიც ალექსანდრეს სავაჭრო რიგში ფლობდა რამდენიმე მაღაზიას. დიმიტრი ჩერევკოვი გარდაიცვალა 1906 წლის 28 დეკემბერს 62 წლის ასაკში და ანდერძის თანახმად 60 ათასი რუბლი გაიღო ღარიბი მოსწავლეების დასაფინანსებლად.

ჩერევკოვის გარდაცვალების შემდეგ სახლი გადავიდა ბერძენი ძმების ხარლამპ და სპირიდონ მუსურების მფლობელობაში. ძმები შენობას ფლობდნენ 1925 წლამდე.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. ამჟამად სახლი საცხოვრებელი შენობაა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგურის სართულნახევრიანი სახლის ფანჯრები სწორკუთხაა, რომელსაც ამშვენებს სამკუთხა თამასები და სანდრიკები. მთავარი შესასვლელი ბერძნების ქუჩიდანაა, რომელიც გაფორმებულია სვეტებითა და თამასებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]