შინაარსზე გადასვლა

პალასიო ბაროლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალასიო ბაროლო
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი საოფისე შენობა
არქიტექტურული სტილი Art Nouveau architecture
ქვეყანა არგენტინა
ქალაქი ბუენოს-აირესი
მისამართი Av. de De Mayo 1370
კოორდინატები 34°36′34″ ს. გ. 58°23′09″ დ. გ. / 34.60944° ს. გ. 58.38583° დ. გ. / -34.60944; -58.38583
დასრულდა 1923
სიმაღლე 100
არქიტექტორ(ებ)ი მარიო პალანტი
სართულების რაოდება 22
საიტი

პალასიო ბაროლო — საოფისე შენობა, რომელიც მდებარეობს ავენიდა დე მაიოს 1370-ნომერში. აშენების მომენტში ის სამხრეთი ამერიკის უმაღლესი შენობა იყო. ის არის ელექტიკული სტილის შენობა, რომლის არქიტექტორიცაა მარიო პალანტი.

1997 წელს შენობას ეროვნული ისტორიული მონუმენტის სტატუსი მიენიჭა.[1]

შენობის არქიტექტორი იყო იტალიელი ემიგრანტი მარიო პალანტი. შენობა შეიქმნა დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიის ინსპირაციით. შენობას აქვს 22 სართული, რომელიც დაყოფილია სამ სექციად. საძირკველი და მიწის ზედა სართული ჯოჯოხეთს განასახიერებს. 1-14 სართულები არის განსაწმენდელი. 15-22 ზეცა. შენობის სიმაღლეა 100 მეტრი, ერთი მეტრი ღვთაებრივი კომედიის თითოეული კანტოსთვის. შენობის სახურავზე შუქურა ჩანს მონტევიდეოდან.

1923 წელს როდესაც შენობა დასრულდა ის მტელს სამხრეთ ამერიკაში უმაღლესი იყო. ქალაქში უმაღლესი შენობის სტატუსი 1935 წელს, კავანაჰის შენობის აშენებამდე შეინარჩუნა. დღეისთვის შენობა ძირითადად საოფისედ გამოიყენება.

ისტორიული სურათები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Mimi Bohm, Buenos Aires, Art Nouveau, Ediciones Xavier Verstraeten, Buenos Aires, 2005.
  • Palacio Barolo brochure from a guided tour.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: