პალანგკა-რაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
პალანგკა-რაია
ინდონ. Palangkaraya
გერბი


Isen Mulang
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Pahandut[1] , Sabangau[1] , Rakumpit[1] , Bukit Batu[1] და Jekan Raya[1]
კოორდინატები 2°12′36″ ს. გ. 113°55′12″ ა. გ. / 2.21000° ს. გ. 113.92000° ა. გ. / -2.21000; 113.92000
დაარსდა 17 ივლისი, 1957
ფართობი 2399.5±0.01 კმ²
მოსახლეობა 249 434 (2015)[2]
სასაათო სარტყელი UTC+07:00
ოფიციალური საიტი http://www.palangkaraya.go.id/
პალანგკა-რაია — ინდონეზია
პალანგკა-რაია

პალანგკა-რაიაინდონეზიის პროვინციის, ცენტრალური კალიმანტანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი კუნძულ ბორნეოზე, მდინარე კაჰაიანსა და საბანგაუს შორის მდებარეობს. 2020 წლის აღწერით პალანგკა-რაიის მოსახლეობა 293 500 ადამიანს შეადგენს. ფართობის მიხედვით პალანგკა-რაია ინდონეზიის უდიდესი ქალაქია (ჯაკარტაზე თითქმის ოთხჯერ დიდია). ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული (მათ შორისაა დაცული ტყეები, საკონსერვაციო ტერიტორიები და ტანგკილინგის ტყე). კალიმანტანის ქალაქებს შორის პალანგკა-რაიას ადამიანური განვითარების ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს.

ქალაქი ცენტრალური კალიმანტანის პროვინციის ეკონომიკური, სამთავრობო და საგანმანათლებლო ცენტრია. შედარებით ახალი ქალაქია, რომელიც 1957 წელს დაარსდა. პალანგკა-რაიის მშენებლობაში ინდონეზიას საბჭოთა კავშირმაც დაუჭირა მხარე, სოციალისტურ ბანაკთან სუკარნოს ურთიერთობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა შედარებით განვითარებულია და ადამიანური განვითარების ინდექსის მაღალი მაჩვენებელი აქვს, პალანგკა-რაია გარემოსდაცვითი პრობლემებით გამოირჩევა, როგორიცაა ტყეების ხანძრები, წყალდიდობები და ა.შ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე კაჰაიანი

ქალაქის სახელწოდება ორი სიტყვის კომბინაციაა დაიაკების ენიდან და სანსკრიტიდან. Palangka (დაიაკური) წმინდა ადგილს ნიშნავს, ხოლო raya (სანსკრიტი) უხვს ნიშნავს. შესაბამისად, პალანგკა-რაა უხვ წმინდა ადგილს ნიშნავს. ქალაქი დაიაკების პატარა სოფლის ადგილას დგას, რომელსაც პაჰანდუტი ერქვა და ტყეებით იყო გარშემორტყმული.[3][4]

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად ბაიუჰმა და კამბანგმა, დაიაკმა წყვილმა, სოფელი დააარსა, რადგანაც გარშემორტყმული რეგიონი უნაყოფო ნიადაგის გამო სახლის ასაგებად უვარგისი იყო. დროთა განმავლობაში სოფელი გაიზარდა და მიმდებარე მიწების ფერმებისა და მცირე პლანტაციებისთვის გამოყენება დაიწყეს. როგორც ამბობენ. თავდაპირველად სოფელს დუკუჰ-ბაიუჰი ერქვა, რაც Eka Badukuh-იდან მომდინარეობდა და „სამოსახლო ადგილს“ ნიშნავდა.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიმანტანის რუკა ნიდერლანდელთა მმართველობის პერიოდში

კოლონიური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანიის დოკუმენტების მიხედვით პაჰანდუტი ზაქარიას ჰარტმანმა, ნიდერლანდელმა მკვლევარმა აღმოაჩინა კაჰაიანისა და კაპუასის მდინარეების ირგვლივ მოგზაურობისას 1823 წელს. აღნიშნული ცნობა წინააღმდეგობაშია მოსაზრებასთან, რომლის მიხედვითაც სოფელი წარსულში ბანჯარის სასულთნოს დაქვემდებარებაში იყო, რომელიც 1787 წელს სულთან ტამიდულაჰის მიერ დადებული შეთანხმების შემდეგ ნიდერლანდების პროტექტორატი გახდა. რეგიონი ნიდერლანდების ოსტინდოეთს 1817 წელს იჯარით გადასცა სულთანმა სულაიმანმა, ხოლო 1826 წლის 4 მაისს სულთანმა ადამმა დათმო.[6][7]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანლანგკა-რაიას ჩრდილოეთიდან გუნუნგ-მასის სარეგენტოს ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― და სამხრეთიდან ― პულანგ-პისაუს სარეგენტო, ხოლო დასავლეთიდან ― კატინგანის სარეგენტო. ქალაქის სამხრეთ ნაწილის ნიადაგი მეტწილად ტორფისა და ალუვიონისგან შედგება, ხოლო ჩრდილოთ ნაწილში ეწერი-ნიადაგები ჭარბობს. ქალაქი ძირითადად ვაკეზეა გაშლილი და ზოგადი დახრის დონე 40%-ს უტოლდება.[8] ქალაქის დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 35 მეტრზე მაღლა მდებარეობს.[9][10] ქალაქის ტერიტორიდან 10 105.34 ჰექტარი დაცულ ტყედაა გამოცხადებული, ხოლო 90 722.15 ჰექტარი საწარმოო ტყეა. 63 816,4 ჰექტარი ეროვნულ პარკს უკავია, 1 771.13 ჰექტარი ნაკრძალვს, ხოლო 726.2 ჰექტარი დაცულ ბუნებას.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალანგკა-რაია ტროპიკული წვიმიანი ტყეების ზონაში მდებარეობს და მთელი წლის მანძილზე ძლიერი წვიმებით ხასიათდება. მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს მიხედვით პალანგკა-რაიის საშუალო ტემპერატურა 27.28 °C-ია (81.10 °F). მინიმალური ტემპერატურა 21.4 °C-ია (70.5 °F), ხოლო მაქსიმალური ― 35.2 °C (95.4 °F). ტენიანობა 65-95%-ს შორის მერყეობს. საშუალო წლიური ტენიანობის მაჩვენებელი 82.89%-ია. ქარის სიჩქარე 2-22 კვანძამდე მერყეობს, ხოლო საშუალო წლიური სიჩქარე 5.3 კვანძს უდრის. ქარის სიჩქარის მატება აგვისტოსა და ნოემბერშია მოსალოდნელი.[8]

ჰავის მონაცემები — პალანგკა-რაია (კალიმანტანი, ინდონეზია)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 29.3 30 30.4 30.9 31 30.7 31.3 31.7 32.3 31.5 30.8 30.1 30.8
საშუალო დღიური °C 25.7 26.3 26.6 27 27 26.5 26.7 27.1 27.3 26.9 26.7 26.4 26.7
საშუალო დაბალი °C 22.2 22.7 23 23 22.9 22.4 22.3 22.6 23 22.7 22.6 22.4 22.7
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 300 254 303 282 238 165 109 94 115 204 316 319 2 699
წვიმიანი დღეები საშუალოდ 19 16 17 18 15 12 9 9 10 14 19 20 178
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 86 85 85 84 83 83 82 80 80 81 84 86 83
საშუალო დღიური მზიანი საათები 4.5 5.1 5.9 7.0 6.9 6.8 7.2 8.3 7.5 7.4 6.5 4.7 6.5
წყარო 1: Climate-Data.org[11] & BMKG[12]
წყარო 2: Weatherbase[13]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეკორატიული ნავებით შეჯიბრი, ისენ მულანგის ფესტივალის ნაწილი

2019 წელს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 2.84% იყო. 2020 წლისთვის ქალაქის მოსახლეობაში ახალგაზრდების წილი ჭარბობს. 199 140 ადამიანი მუსლიმია, 73 641 ― პროტესტანტი, 5 511 ― კათოლიკე, 3 453 ― ინდუისტი, 485 ― ბუდისტი და სხვ.[14][10] 20-24 წლის ასაკის მოსახლეობის წილი იზრდება, რაც ცენტრალური კალიმანტანიდან უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოსული სტუდენტების რაოდენობის მატებითაა გამოწვეული.[14] ქალაქს ჰუმანური განვითარების ინდექსისა და საცხოვრებელი პირობების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მთელს კალიმანტაზე, რის გამოც მიგრანტებისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილია.[15][16] ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას დაიაკები შეადგენენ. სხვა ეთნიკური ჯგუფებიდან ქალაქში იაველები, მალაიები, ბანჯარები და ბუგინები ცხოვრობენ.[17]

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული რაიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს დეცენტრალიზაციამდე პალანგკა-რაია 2 ადმინისტრაციულ რაიონად: პაჰანდუტად და ბუკიტ-ბატუდ იყოფოდა. 2020 წლისთვის პალანგკა-რაიაში 5 ადმინისტრაციული რაიონი (პაჰანდუტი, საბანგაუ, ჯეკან-რაია, ბუკიტ-ბატუ და რაკუმპიტი) გამოიყოფა. 2020 წლისთვის ყველაზე მეტი ადამიანი ჯეკან-რაიაში (154 000), ხოლო ყველაზე ცოტა (4 000) რაკუმპიტში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. Central Kalimantan Province Administrative Division Data and Code 2015
  3. Profil Palangka Raya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 23 April 2021
  4. Febriyana, Wahyu. Website Kalimantan Tengah id. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-07. ციტირების თარიღი: 2021-06-30
  5. Rahman Hakim, Arif (2003). Sejarah kota Palangka Raya. Palangka Raya: Palangka Raya : Pemerintah Kota Palangka Raya, გვ. 17–19. ISBN 979-97978-0-2. 
  6. Perjanjian-Perjanjian Antara Kesultanan Banjarmasin dengan Pemerintah Inggris, Republik Batavia, dan Hindia Belanda. ციტირების თარიღი: 31 August 2021
  7. Rahman Hakim, Arif (2003). Sejarah kota Palangka Raya. Palangka Raya: Pemerintah Kota Palangka Raya, გვ. 15–18. ISBN 9799797802. 
  8. 8.0 8.1 8.2 Geografis id-ID (3 June 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 22 April 2021
  9. Badan Pusat Statistik Provinsi Kalimantan Tengah. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 22 April 2021
  10. 10.0 10.1 BPS Kota Palangka Raya. ციტირების თარიღი: 22 April 2021
  11. Palangka Raya, Kalimantan Tengah, Indonesia. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 20 September 2020.
  12. Rerata Curah Hujan Kota Palangkaraya – Zona Musim 266 id. BMKG. ციტირების თარიღი: 20 September 2021.
  13. PALANGKARAYA, INDONESIA. Weatherbase. ციტირების თარიღი: 20 September 2020.
  14. 14.0 14.1 BPS Kota Palangka Raya. ციტირების თარიღი: 23 April 2021
  15. BPS Kota Palangka Raya. ციტირების თარიღი: 30 April 2021
  16. RRI 2021, LPP. Palangka Raya Tertinggi Indeks Pembangunan Manusia di Kalimantan en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 30 April 2021
  17. Febriyana, Wahyu. Keragaman Agama di Kalimantan Tengah id. ციტირების თარიღი: 30 April 2021