პაკ ჯი სუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაკ ჯი სუნი
Park Ji-sung G20 Seoul Summit Ambassador.jpg
პარკი სეულის G-20-ის 2010 წლის სამიტზე
პირადი მონაცემები
დაბადების
ადგილი
სეული, სამხრეთ კორეა[1]
გარდაცვალების
თარიღი
30 მარტი, 1981 (1981-03-30) (41 წლის)
სიმაღლე 175 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
Queens Park Rangers (მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1993–1995 Anyong Middle School
1996–1998 Suwon Technical High School
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2003 Kyoto Purple Sanga 76 (11)
2003–2005 PSV Eindhoven 65 (13)
2005–2012 Manchester United 134 (19)
2012–2014 Queens Park Rangers 20 (0)
2013–2014 PSV Eindhoven 23 (2)
სულ 318 (45)
ეროვნული ნაკრები
2000 South Korea U20 2 (0)
1999–2004 South Korea U23 24 (2)
2000–2011 South Korea U20 100 (30)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

პაკ ჯი სუნი (კორ. 박지성; ჰანჯა:朴智星) 一 ყოფილი პროფესიონალი სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. დაბადებული სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში[3], პაკი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი აზიელი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც კარიერის მანძილზე 19 ტიტული მოიპოვა.[4][5] ამასთანავე იგია პირველი აზიელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ასევე პირველი აზიელი, რომელმაც მოიგო ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.[6] პაკი უნივერსალური ნახევარმცველი იყო - მას შეეძლო ეთამაშა როგორც ფლანგებზე, ისე შემტევ ან უკან დაწეულ ნახევარმცველად. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სავარჯიშო ეთიკითა და დისციპლინით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მისი ბურთის გარეთ ვარჯიშითაც.[7] საკუთარი ფიზიკური გამძლეობისა და შრომისუნარიანობის წყალობით გულშემატკივრებმა მას „სამფილტვიანი“ შეარქვეს.[8]

პაკმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ სამხრეთ კორეაში დაიწყო. თავდაპირველად ის მიონჯის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა სანამ იაპონიაში, Kyoto Purple Sanga-ში სათამაშოდ გადავიდოდა. მას შემდეგ, რაც პაკის გუნდის მენეჯერი, გუს ჰიდინკი, დაბრუნდა ნიდერლანდებში პე ეს ვე ეინდჰოვენის სამართავად, პაკი თან გაჰყვა მას ჰოლანდიაში და ამავე გუნდში გააგრძელა ასპარეზობა. 2004-2005 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიღწევის გამო მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა შენიშნა სუნის ტალანტი, რაც საბოლოოდ კონტაქტის გაფორმებაში გადაიზარდა - მანჩესტერმა პაკი 4 მილიონ ფუნტად შეიძინა. ამის შემდეგ, პაკმა მოიგო ოთხი პრემიერ ლიგის ტიტული, 2007-2008 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგა და 2008 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2012 წელს ის ქუინს პარკ რეინჯერს უერთდება მას მერე, რაც მისი მანჩესტერის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა შემცირდა. თუმცა, ქუინს პარკში ტრავმებით გამოწვეულმა სეზონის ჩაშლამ გამოიწვია ის, რომ პაკი კვლავ უერთდება ეიდნჰოვენს იჯარით 2013-2014 წლებში.

სამხრეთ კორეის ნაკრების შემადგენლობაში პაკმა 100 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.[9] ის იყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო 2006 წლისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატებში. მსოფლიო ჩემპიონატებზე იგი ოთხჯერ დასახელდა ნმატჩის გმირად, რითაც აგრეთვე მოწინავეა აზიელ ფეხბურთელებს შორის და ამ დროისთვის მიიჩნევა სამხრეთ კორეის ყველა დროის ყველაზე პროდუქტიულ ბომბარდირად მსოფლიო ჩემპიონატზე, ან ჯონ ჰუანთან და სონ ჰინ მინთან ერთად, რომელმაც გაიტანა ზედიზედ სამ ტურნირში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკი დაიბადა სეულში, თუმცა მისმა ოჯახმა მისი დაბადების ადგილი გააყალბა და დაარეგისტრირა ის, როგორც გოჰეუნგში დაბადებული, რომელიც მამამისის მშობლიური ქალაქია. ფეხბურთის თამაში მან სკოლაში ყოფნის მეოთხე წელს დაიწყო. ის დადიოდა ანიონგის საშუალო სკოლაში და სუვონის ტექნიკურ საშუალო სკოლას სკოლაში ყოფნისას პაკის ტალანტმა დიდი ყურადღება მიიპყრო და დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგზარდა სამხრეთ კორეაში. მან ყურადღება მიიპყრო მომხიდლავი დრიბლინგითა და ზუსტი პასებით, რამაც შესაძლებელი გახადა, პაკით წამყვანი კორეული კლუბები დაინტერესებულიყვნენ, თუმცა მომავალი ფეხბურთელის ფიზიკური მონაცემები დაიწუნეს, მისი ძლიერი სიგამხდრის გამო. მალე, მისმა მამამ ყასაბად დაიწყო მუშაობა, რათა შვილს ფიზიკურ მონაცემების გაუმჯობესებაში დახმარებოდა. მამა მას სხვადასხვა ტიპის ხორცით კვებავდა, მათ შორის ბაყაყით და ირმის სისხლითაც. საშუალო სკოლაში ყოფნისას პაკის დახმარებით მისმა სკოლამ კორეის ეროვნულ სპორტის ფესტივალში 1998 წელს გაიმარჯვა, თუმცა მის აყვანაზე რამდენიმე წამყვანმა კლუბმა თქვა უარი, გამომდინარე ცუდი ფიზიკური მონაცემებისა და არასაკმარისი სიმაღლისა.

მას შემდეგ, რაც პაკმა უნივერსიტეტში გადაინაცვლა, საფეხბურთო კლუბში თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო, გარკვეული ხნის განმავლობაში იგი ჩოგბურთის გუნდში ასპარეზობდა. მალევე ადგილი თავისუფლდება და პაკი ფეხბურთის გუნდს უერთდება, 1999 წლისთვის კი უნივერსიტეტის გუნდს ეძლევა შანსი, რომ ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად გაიაროს მომზადება. აქ ჩატარებული ბრწყინვალე პერფორმანსის წყალობით მან ეროვნული ნაკრების ყურადღება მიიპყრო, რის შემდეგაც მალევე ის უერთდება ოლიმპიურ ნაკრებს და, საბოლოოდ, მის ძირითად შემადგენლობასაც უერთდება. ცნობილია, რომ ნაკრებთან კოლაბორაციისას პაკი სულ რაღაც 18 წლის იყო და, წესით, არა მთავარ, არამედ 20 წლამდელთა ნაკრებში უნდა განთესილიყო, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰუ იუნგ-მუმ გოს თამაშით სანაძლეო მოიგო, რის გამოც პაკის ძირითად ნაკრებში დამატება მოუწია.

2000 წლის 5 აპრილს, აზიის თასის საკვალიფიკაციო მატჩში ლაოსთან, პაკმა თავისი სადებიუტო მატჩი გამართა სამხრეთ კორეის ნაკრების შემადგენლობაში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოტოს Purple Sanga[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის ივნისში პაკმა კონტრაქტი გააფორმა კიოტოში დაფუძნებულ J1 ლიგაში მოთამაშე გუნდს, Kyoto Purple Sanga-სთან. 2001 წელს კლუბმა J2 ლიგის ტიტული მოიგო და დაწინაურდა J1 ლიგაში. 2002 წელს პაკმა გუნდი იმპერატორის თასის ფინალამდე მიიყვანა, ხოლო 2003 წლის 1 იანვარს ფინალში მან თავით გაათანაბრა ანგარიში. გუნდმა ის მატჩი 2-1 ანგარიშით მოიგო. ეს იყო პაკი ბოლო თამაში სანგასთვის. 2003 წლის იანვარში მან დატოვა სანგა, რადგან გუს ჰიდინკმა ის პსვ-ში სათამაშოდ მიიწვია.  

პსვ ეინდჰოვენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის ბოლოს პაკ ჯი სუნი თანხმდება გუს ჰიდინკის შემოთავაზებას ჰოლანდიაში გადასვლასთან დაკავშირებით. გუსმა პსვ-ს მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა, ხოლო არიენ რობენის ლონდონის ჩელსიში გადასვლის შემდეგ პაკს მოედანზე სათამაშო დრო კიდევ უფრო გაეზარდა. შრომამ შედეგი გამოიღო და ის მალე სასტარტო 11-ეულშიც აღმოჩნდა,

პსვ-ში ყოფნისას მან მოიგო ერედივიზიის თასი 2003 წელს, ხოლო რადიკალური სენსაცია გამოიწვია მისმა შესანიშნავმა პერფორმანსმა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მილანის წინააღმდეგ, მარცხენა ფეხით ულამაზესი გოპლი გაიტანა და ანგარიში გახსნა, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა გუნდის გამარჯვებისთვის (საბოლოო ანგარიში 3-1, მილანის სასარგებლოდ).

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკი 2010 წელს, ფულჰამთან წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

2005 წლის ზაფხულში პაკი პსვ-დან მანჩესტერ იუნაიტედში გადადის ოთხი მილიონი ფუნტი სტერლინგის საფასურად. მან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა. ამრიგად, იგი გახდა პირველი სამხრეთ კორეელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პრემიერ ლიგის თასის გათამაშებაში. ცნობილია, რომ ალექს ფერგიუსონი არაერთგზის აკვირდებოდა მოთამაშის საკლუბო მონაცემებს და, საბოლოოდ, 20-ჯერ დაკვირვების შემდეგ, მან ის საკუთარ კლუბში აიყვანა.

პაკის გადმოყვანით სერ ალექსმა გააძლიერა მანჩესტერის ნახევარდაცვა, იმის პარალელურადაც, რომ გაიზარდა კონკურენცია სასტარტო გუნდში შენარჩუნებისთვის, რამდენადაც ამისთვის, ერთი მხრივ, რაიან გიგზი, მეორე მხრივ - კრიშტიანუ რონალდუ იბრძოდნენ.

პაკ ჯი სუნმა მალევე გაიდგა ფეხი მანჩესტერ იუნაიტედში. მან თავისი სადებიუტო გოლი 2005 წლის 20 დეკემბერს, ინგლისის თასის მეოთხედფინალში, ბირმინგემის წინააღმდეგ გაიტანა. 2007 წლის აპრილში მან მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მას თითქმის ერთი წელი ჩაუვარდა, ხოლო 2008 წლის მარტში უკან დაბრუნდა. 2007/08 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ჩელსის წინააღმდეგ პაკი არ იყო სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ნახევარფინალში, ბარსელონას წინააღმდეგ, მან დიდი წვლილი შეიტანა მანჩესტერის გამარჯვებაში, ძლიერი დაცვითი თამაშის წყალობით. ტიტულის მოგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საუბრისას, ფერგიუსონმა აღიარა, რომ პაკის სათადარიგო სკამზე დასმა საფინალოდ - ეს მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სარისკო გადაწყვეტილება იყო.

მომდევნო სეზონში პაკმა კვლავ შეინარჩუნა რეგულარული პოზიცია სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა, ამჯერად, ფინალს ბარსელონას წინააღმდეგ კვლავ სათადარიგო სკამზე შეხვდა. ეს თამაში მანჩესტერმა 0-2 ანგარიშით წააგო. 2009 წელს მას კონტრაქტი სამი წლით გაუხანგრძლივეს, 2010 წელს პაკმა განაცხადა, რომ მანჩესტერში კარიერის ბოლომდე ითამაშებდა.

ქუინს პარკ რეინჯერსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ყველაფრისა, პაკის ეს დაპირება არ შესრულდა და 2012 წელს ის ლიგის მეტოქე გუნდში - ქუინს პარკ რეინჯერსში - გადავიდა, დაახლოებით 6.5 მილიონი ევროს ექვივალენტად. იქ მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდის კაპიტნობაც ხვდა წილად.

კვლავ პსვ და კარიერის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუინს პარკის დაქვეუითებისა და გადამეტებული ტრავმიანობის შედეგად სეზონის ჩაშლოის გამო, ის 2013/14 წლის სეზონისთვის კვლავ ეინდჰოვენის გუნდში ბრუნდება, ოღონდ, ამჯერად, იჯარით. 2014 წლის 30 მაისს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, პაკი ბრუნდება ქუინს პარკში და, საბოლოოდ, საკლუბო კარიერას ამთავრებს.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკის დებიუტი სამხრეთ კორეის ეროვნულ ნაკრებში 2000 წელს შედგა. ის თავდაპირველად დაცვი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო მწვრთნელად გუს ჰიდინკის მოსვლის შემდეგ ის შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ინაცვლებს. პაკს შეეძლო შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში სამივე მხარეს - ცენტრშიც და ფლანგებზეც.

პაკმა მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო ჩემპიონატზე: 2002, 2006 და 2010 წლებში, რომელთაგან თითოეულში თითო გოლის გატანა შეძლო.

2011 წლის იანვრის ბოლოს პაკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტოვებს ეროვნულ ნაკრებს, რაც ახსნა იმით, რომ სურდა სხვა ახალგაზრდა კორეელებისთვის მიეცა ნიჭის დემონსტრაციის საშუალება.

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკმა მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას დიდი მოწონება დაიმსახურა საკუთარი თამაშის სტილით, სიჩქარითა და ბურთის გარეშე მოძრაობით, რის გამოც იგი, შეიძლება ითქვას, მთელ ნახევარდაცვის ხაზზე იყო განლაგებული, მათ შორის შუაში, ფლანგზე და ა.შ. მას ასევე შეეძლო ეთამაშა შემტევ ნახევარმცველად, ან, თუნდაც, უფრო წინ - მეორე თავდამსხმელად. პაკი ცნობილი იყო, როგორც „დიდი თამაშების მოთამაშე“ - ფერგიუსონი პაკს ხშირად მნიშვნელოვანი ლიგისა და თასების თამაშებისთვის იყენებდა, ძირითად შემთხვევაში, ასეთ თამაშებში დიდი აქცენტი კეთდებოდა დაცვაზე. სერ ალექს ფერგიუსონი ამბობდა, რომ პაკი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის, რომელთაც ლიონელ მესის აყვანა შეეძლოთ.  

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ko:박지성 (朴智星) KAC201205869 ko. National Library of Korea. ციტირების თარიღი: 23 April 2020
  2. Park Ji-Sung. Premier League. ციტირების თარიღი: 2 May 2020
  3. ko:멈추지 않는 도전, 박지성 ko. JoongAng Ilbo (3 March 2006). ციტირების თარიღი: 23 April 2020
  4. Asia's most decorated footballer Park Ji-sung calls it a day. South China Morning Post (14 May 2014).
  5. Reintroducing... The United Legends. Manchester United (8 June 2015). ციტირების თარიღი: 8 January 2020
  6. „United's Park first Asian to play Champions League final“. Reuters. 27 May 2009. ციტირების თარიღი: 26 December 2009.
  7. Ji-Sung Park – Quote, Unquote. Manchester United. ციტირების თარიღი: 22 April 2011
  8. „Manchester United's Park Has the Endurance to Persevere“. The New York Times. 25 May 2009.
  9. „PARK Ji Sung“. KFA.or.kr. Korea Football Association. 31 January 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 September 2012. ციტირების თარიღი: 31 January 2011.