შინაარსზე გადასვლა

პაკ ჯიჰიო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიჰიო 2016 წელს

პაკ ჯიჰიო (კორ. 박지효; დაბ. 1 თებერვალი, 1997) — ცნობილი როგორც ჯიჰიო, სამხრეთკორეელი მომღერალი. მთავარი ვოკალისტი და ლიდერი სამხრეთკორეულ გოგონათა ჯგუფ Twice-ში, რომელიც 2015 წელს შეიქმნა კომპანია JYP Entertainment-ის მიერ.

ჯიჰიომ თავისი სადებიუტო EP, "Zone" და მისი მთავარი სინგლი "Killin' Me Good" გამოუშვა 2023 წლის აგვისტოში. EP-ის დებიუტი შედგა სამხრეთ კორეაში და Circle Album Chart-ის პირველ ადგილზე გასვლით, 584,225 ასლი გაიყიდა პირველივე კვირაში. მისი დებიუტი შეერთებულ შტატებში, Billboard 200-ის მე-14 ადგილით შედგა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიჰიო დაიბადა 1997 წლის 1 თებერვალს გურიში, გიონგის პროვინციაში, სამხრეთ კორეაში, სახელით, პაკ ჯისუ. დაამთავრა ჩუნგდამის საშუალო სკოლა და ჰყავს უმცროსი და, პარკ ჯიიანგი, ცნობილი როგორც ლი ჰაეუმი, რომელიც მსახიობი და მოდელია.

2005–2015: წინასწარი სადებიუტო აქტივობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიჰიომ მეორე ადგილი დაიკავა ბავშვთა კონკურს, Junior Naver-ში. კომპანია SM Entertainment-მა სწორედ ამის შემდეგ შენიშნა ის. SM Entertainment-ში ერთწლიანი ტრენინგის შემდეგ, 2005 წელს, რვა წლის ასაკში, ჯიჰიო JYP Entertainment-ს შეუერთდა. კომპანიაში ვარჯიშობდა ათი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც გახდა Innisfree-ის სახე, ჯგუფ Boyfriend-თან ერთად და შეხება ჰქონდა ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა Wonder Girls, Sunmi, Hyerim, Bae Suzy, Jo Kwon და Nichkhun. 2014 წელს ჯიჰიოს დებიუტი უნდა შემდგარიყო ექვსწევრიან გოგონათა ჯგუფში, სახელწოდებით 6Mix, ახლანდელი Twice-ის წევრებთან, ნაიონთან, ჯონგიონთან და სანასთან ერთად, მაგრამ, პროექტი გაუქმდა ორი წევრის კომპანიიდან წასვლის გამო. მომდევნო წელს იგი შეუერთდა რეალითი სატელევიზიო შოუს, Sixteen-ს, ჯგუფ Twice-ის წევრების შესარჩევ კონკურსს. მან კონკურსის დაწყებამდე ლეგალურად შეცვალა სახელი და გახდა პაკ ჯიჰიო. როგორც ცხრა წარმატებული მონაწილედან ერთ-ერთი, იგი შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებულ გოგონების ჯგუფ Twice-ს და ანონიმური კენჭისყრით გახდა მისი ლიდერი.

2015–დან დღემდე: დებიუტი Twice-თან და სოლო აქტივობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ოქტომბერში, Twice ოფიციალურად დადებიუტდა, მათი პირველი EP-ის, "The Story Begins", გამოშვებით. მათი წამყვანი სინგლი, "Like Ooh-Ahh", გახდა პირველი K-pop სადებიუტო სიმღერა, რომელმაც მიაღწია 100 მილიონ ნახვას YouTube-ზე.

2022 წლის 6 მარტს, ჯიჰიომ გამოუშვა საკუთარი პირველი სიმღერა tvN-ის Twenty-Five Twenty-One-ის "Stardust Love Song" საუნდტრეკისთვის. ასევე, 29 ივლისს გამოუშვა მეორე საუნდტრეკ სიმღერა, სახელწოდებით "I Fly", SBS-ის Today's Webtoon-თვის. 14 ნოემბერს გამოსცა მესამე საუნდტრეკი, "A Strange Day", Genie TV-თვის. 2023 წლის იანვარში ჯიჰიო გამოცხადდა სამხრეთ კორეის კოსმეტიკური ბრენდის, Milk Touch-ის მოდელად. 2023 წლის ივნისში ითქვა რომ ჯიჰიო 18 აგვისტოს უშვებდა თავის პირველ EP-ს, სახელწოდებით Zone, რომლის მთავარი სინგლი "Killin' Me Good" იქნებოდა. ჯიჰიო Twice-ის მეორე წევრი, სოლო დებიუტით. პირველ კვირაში გაიყიდა ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი. 25 აგვისტოს ჯიჰიომ მიაღწია თავის პირველ მუსიკალური შოუს გამარჯვებას, როგორც სოლისტმა, KBS2-ის Music Bank-ში. ის ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო საცეკვაო შესრულების კატეგორიაში, როგორც სოლისტი ქალი და საუკეთესო ქალი შემსრულებელი 2023 წლის MAMA Awards-ზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]